მახასიათებლები
- სათაური: ლხინი პარნასში
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარინე ქარცივაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 53
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2559
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ეძღვნება ყველას, ვისაც კითხვა უყვარს
ლხინი პარნასშიG
მოსაწვევებზე ნადირობს ხალხი თბილის ქალაქში,
რომ მწერალთა შეკრებაზე მოხვდეს კაფე პარნასში,
სადაც თავის პერსონაჟებს შეხვდებიან მწერლები,
სადაც სიცილს გაიგონებთ, დაიღვრება ცრემლები. ……
სადაც უკვე დასჯილებს, იქნებ, ისევ დასჯიან,
მაგრამ არ გაკიცხავენ და არავის განსჯიან.
წიგნებიდან მოფრენილ ჩიტებს ნახავთ, ცხოველებს,
გაიხსენებთ წაკითხულ, დავიწყებულ ნოველებს.
ბავშვობაში ჩაგძირავთ ყველა დროის ამბები,
გაჩნდა შანსი, მოისმინოთ საყვარელი ჰანგები.
დღეს პარნასში ჩამოვლენ ნაღდი მუსიკოსები ─
ჯაზის, როკის, ფანკის, პოპის თუ კლასიკის ბოსები...……
აქვთ პატივი, ცოცხლად ნახონ წაკითხული ავტორები
თავიანთი მუზებით და თავიანთი „ლავ სთორებით"...
კვლავ იქნება სიყვარული, ღალატი და თვითმკვლელობა...
და პარნასის მთასაც შეძრავს იქ შეყრილთა პაექრობა.
სიხარულით აღვსილნი, რომ მოესწრნენ ამ დღეს,
ჩვენი ძველი მწერლები მასპინძლობენ კაფეს.
მხიარულად იცინიან, კამათობენ, ზოგიც შფოთავს,
ვეფხის ტყავში გახვეული რუსთაველი იდგა შოთა
და ეს ტყავი აღიარეს, როგორც მოდის ნოვაცია,
ილია მას ეკითხება: ─ რუსთაველო, რა გაცვია?
ნუთუ, ეს ის ვეფხვია, ტარიელმა რომ სძლია?
─ დიახ, სწორედ ის არის! მინდა გამცნო, ილია,
რომ დღეს ტატო ვერ მოვა, მოგვიკითხა ყველანი,
ნიშნად სოლიდარობის, გამოგზავნა მერანი.
თუმცა, ალბათ შენც გსმენია მასზე ჭორი მოარული...
ამბობენ, რომ ბარათაშვილს უყვარს ობლად სიარული.
─ საწყენია, მის ადგილს აქ ვერავინ შეავსებს,─
უპასუხებს ილია, თან კოლეგებს შესძახებს:
─ აბა, ავდგეთ, ბიჭებო, მასლაათი გვეყოფა,
მომსახურე პერსონალს შველა უნდა, ეტყობა,
M ჯერაც არ გაუშლიათ საზეიმო სუფრები,
დრო კი უკვე არ ითმენს, ...
მარინე ქარცივაძე
მარინე ქარცივაძე - მუსიკოსი, მსახიობი (ოთარ იოსელიანის მუზა - "გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი", "პასტორალი" და სხვა); ბოლო ხანს მწერალი და პოეტი. გამოცემული აქვს წიგნები "ორეული", "ტარასის გზავნილი დედამიწას", როგორც თავად ავტორი უწოდებს - ზღაპარი ყველასათვის, და ლიტერატურის სიყვარულით აღსავსე პოემა "ლხინი პარნასში".