მახასიათებლები
- სათაური: ლოგიკა
- ISBN კოდი:
- ავტორი: სოლომონ დოდაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 27
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1789
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ფილოსოფიის ზოგადი შესავალი
შესავალი
ლოგიკა
გადაფურცვლა
სოლომონ დოდაშვილი - ლოგიკა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის პ.ბ. იაშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ფილოსოფიის ზოგადი შესავალი
შესავალი
ლოგიკა
ფილოსოფიის ზოგადი შესავალი
მაქვს რა განზრახვა გადმოვცე ფილოსოფიის სრული კურსი - ვაქვეყნებ პირველად ლოგიკას, რომელიც ერთდაგვარად მის შესავალს შეადგენს, და მოვალეობად ვთვლი წარმოვადგინო ამ მეცნიერების ზოგადი ცნება.
ფილოსოფიურ სისტემათა ისტორიის პირველი თვალის გადავლებისას ადვილად შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დაცხრება ვნებანი, და როცა ცრურწმენანი, რომელთაც ასე სამართლიანად უწოდებს ბეკონი ადამიანის გონების კერპებს, შესწყვეტენ მის მართვას. ჭეშმარიტი ფილოსოფია ისევე ერთი უნდა იყოს, როგორც ერთია ჭეშმარიტება, ერთია გონება და ერთია ადამიანის სულის კანონები; თუ საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ არსებობს ერთმანეთთან შეუთანხმებადი, მოპირდაპირე ჭეშმარიტებანი, რომ ადამიანის გონება თვით ეწინააღმდეგება თავის თავს, ცნობიერებითა და თავისი ბუნებით: მაგრამ ეს უაზრობა იქნებოდა.
მარტოოდენ თავისი სახელწოდებით ფილოსოფია არ განსხვავდება სხვა მეცნიერებათაგან, რომლებადაც, თითქოს ერთი და იმავე სფეროს წრეებად, ადამიანის გონებამ გაჰყო და გამიჯნა თავისი ცოდნა, ეს სახელწოდება არ წარმოადგენს არავითარ...