მახასიათებლები
- სათაური: ლურჯი ვარდები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანა სანებლიძე
- გამომცემელი: ana saneblidze
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 72
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2813
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ბროწეულის გოგონა;
ლილიტის ქალიშვილი;
#2 ავტობუსში;
სარკის წინ;
პიანისტი;
მეტემფსიქოზი;
შეყვარებულის პორტრეტები;
კლინიკაში;
ხილვა;
ღამის პეპლები;
დაცემა!
საპნის ბუშტები
ცოდვის შვილი (ტელეკინეზი)
გადაფურცვლა
წყალწაღებულმა - ვტაცე ხელი,
ხავსს ვეჭიდები - საშველს ვეძებ...
ძნელია წუთი განშორების!”
(ბასიე)
ბროწეულის გოგონა
მაშინაც მიმატოვეს, ისევე როგორც ყოველთვის….
ისევ ჩემს მეგობარ ბარს მივაშურე. იცოდა, რაც მჭირდებოდა, ყოველთვის იცოდა, ისევე როგორც ბარმენმა (იქ რომ მუშაობდა). კარი შევაღე და შევედი. ბარმენმა გამიღიმა.
– გამარჯობა…
– გამარჯობა, დიდი ხანია არ გამოჩენილხარ…-ეშმაკური ღიმილით შემომანათა თავისi ბავშვური, ღრმა და ზედმეტად ცისფერი თვალები… არა, უფრო ზღვის ფერი…
– თვალებში ლინზები გაქვს?-შევცვალე თემა.
– არა, – მიპასუხა და ორივემ გადავიხარხარეთ.
– ზედმეტად ლამაზი და სუფთაა ორიგინალისთვის, -კვლავ გადავიხარხარეთ.
– ფორმაში ხარ! – მითხრა და გამიღიმა. ჩვენი ყველა შეხვედრა მისი თვალებით იწყებოდა ხოლმე, ეს დიალოგი კი უკვე ორივემ ზეპირად ვიცოდით…
– როგორც ყოველთვის…
– როგორც ყოველთვის? – და უკვე კარგად ნაცნობ ბოთლზე მიმანიშნა.
– როგორც ყოველთვის, – მორჩილად და ზედმეტად არისტოკრატულად დავუკარი თავი, იმის გათვალისწინებით, თუ სად ვიმყოფებოდით. მან ჭიქა გამივსო და ოთხად გაჭრილი ლიმონი მიუდგა გვერდზე თეთრი თეფშით.
– დიდი ხანი არ ჩანდი… – გამიმეორა, მე თავი ავარიდე.
– დიდი ხანი მეგონა, რომ კარგად ვიყავი, – თვალი ჩავუკარი, გავუღიმე და ჭიქა ბოლო წვეთამდე “გამოვლოკე”. მერე ლიმონიც გავღეჭე.
– ახლა ვხვდები რას ნიშნავს “ამჟავებული სახე”- ეშმაკურად შემომხედა ქვემოდან… ისევ ორივეს გაგვეცინა. ეს ბიჭი აშკარად ასაკით უმცროსი იყო, მაგრამ არც ისე ძალიან, როგორც ჩანდა ჩემი ჩაცმულობიდან გამომდინარე (სამსახურის ფორმა ბევრად მეტი ასაკის ქალად მაჩვენებდა ვიდრე ვიყავი). “ბედნიერება დეტალებშიაო”
გაგონილი მქონდა, ამ ბარში კი მხოლოდ მაშინ მოვდიოდი, როდესაც რაღაც ორმოსთან წავბორძიკდებოდი, ან უფსკრულში გადავიჩეხებოდი ხოლმე. აქ ბედნიერება მხვდებოდა. ბარმენის თვალებში. რომ გეკითხათ,...
ანა სანებლიძე
ანა სანებლიძე დაიბადა 1995 წელს,ის ბავშვობიდან წერდა, მისი პირველი წარმატება 2016 წლის კონკურს მერანის წამახალისებელი პრემია იყო. მისი პირველი სადებიუტო წიგნის "ლურჯი ვარდების" პრეზენტაციაც 2016 წლის მიწურულს შედგა. ის სტუდენტია და ცდილობს ლიტერატურულ სამყაროში ფეხის მოკიდებას.