მახასიათებლები
- სათაური: მაკბეტი
- ISBN კოდი:
- ავტორი: უილიამ შექსპირი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები: 54
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3907
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მოქმედება პირველი
- მოქმედება მეორე
- მოქმედება მესამე
- მოქმედება მეოთხე
- მოქმედება მეხუთე
გადაფურცვლა
სარჩევი
მოქმედება პირველი
მოქმედება მეორე
მოქმედება მესამე
მოქმედება მეოთხე
მოქმედება მეხუთე
მოქმედნი პირნი:
დუნკან, მეფე შოტლანდიისა
მალკოლმ, დონალბენ - დუნკანის ვაჟიშვილნი
მაკბეტ, ბანქო - დუნკანის სარდალნი
მაკდუფ, ლენოქს, როს, მენტეთ, ანგუს, კათნეს - შოტლანდიის დიდებულნი
ფლეანს, ბანქოს ვაჟიშვილი
სივარდ, ნორთუმბერლანდის გრაფი და ინგლისის ჯარის სარდალი
ახალგაზრდა სივარდ, ამისი ვაჟიშვილი
სეიტონ, მაკბეტის ამალის ოფიცერი
პატარა ბავშვი, მაკდუფის ვაჟიშვილი
ინგლისელი ექიმი
შოტლანდიელი ექიმი
სერჟანტი
მეკარე
ბერიკაცი
ლედი მაკბეტ, ცოლი მაკბეტისა
ლედი მაკდუფ, ცოლი მაკდუფისა
ლედი მაკბეტის მხლებელი ქალი
ჰეკათა
სამი კუდიანი
მოჩვენებანი
დიდებულნი, აზნაურნი, ოფიცრები, ჯარისკაცნი, კაცისმკვლელნი, ამალა და შიკრიკნი
მეოთხე მოქმედების ბოლო სწარმოებს ინგლისს, დანარჩენი ამ მოქმედებისა და სხვა მოქმედებანი შოტლანდიაში.
მოქმედება პირველი
სურათი I
ტრიალი მინდორი
(ჰქუხს და ელავს. შემოდის სამი კუდიანი)
პირველი კუდიანი: კვლავ როდის შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთსო,
როს იწვიმებს, თუ იქუხ-იჭექსო?
მეორე კუდიანი: არეულობა როცა დაცხრება
და გამარჯვება ერთ-ერთს დარჩება.
მესამე კუდიანი: ეგ ხომ მზის ჩასვლის წინად მოხდება.
პირველი კუდიანი: ალაგს რას ვნიშნავთ?
მეორე კუდიანი: დიდ ტრიალ მინდორს.
მესამე კუდიანი: მაკბეტს შევხვდებით სწორედ იქ იმ დროს.
პირველი კუდიანი: ციცუნი, ახლავ შენთან გავჩნდები.
მეორე კუდიანი: ჯოჯოვ, მეც მანდვე დავიბადები.
ყველანი: მზეა თუ ჩრდილი, დარობს, თუ არა, -
ნისლს, მყრალ ჰაერში გავფრინდეთ ჩქარა.
(გადიან)
სურათი II
ბანაკი ფორესის ახლო
(გარედამ...
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი (26.04.1564 (ნათლობა)-23.04.1616) - ინგლისელი პოეტი, დრამატურგი და მსახიობი. მიჩნეულია ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან მწერლად და მსოფლიოს უდიდეს დრამატურგად, რომლის პიესები დღემდე უფრო ხშირად იდგმება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავტორისა.