მახასიათებლები
- სათაური: მამა გორიო
- ISBN კოდი:
- ავტორი: ონორე დე ბალზაკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 217
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3162
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მამა გორიო;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
მამა გორიო
შენიშვნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ონორე დე ბალზაკი - მამა გორიო.
მამა გორიო
დიდსა და სახელოვან ჟოფრუა სენტ-ილერს[1] ნიშნად
აღტაცებისა მისი შრომებით და მისი გენიით.
ქალბატონი ვოკე, მამის გვარით დე კონფლანი, ერთი მოხუცი დედაკაცია. უკვე ორმოცი წელიწადია, რაც ოჯახური პანსიონი აქვს პარიზში, ნევ-სენტ-ჟენევიევის ქუჩაზე, ლათინურ კვარტალსა და სენ-მარსელის[2] გარეუბანს შუა. ამ პანსიონში, რომელსაც ვოკეს სახლის სახელით იცნობენ, მამაკაცებსაც იღებენ და მანდილოსნებსაც, ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც, მაგრამ არასოდეს ბოროტი ენა არ შეხებია ამ ღირსეული დაწესებულების ზნეობას. ისიც კია, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში არც ერთი ახალგაზრდა ქალი არ გამოჩენილა იქ, ხოლო თუკი ვინმე ახალგაზრდა ვაჟი დაბინავებულა, მხოლოდ ისეთი, ვისაც ოჯახი მცირე სარჩოს აწვდიდა. მიუხედავად ამისა, 1819 წელს, როდესაც ეს დრამა იწყება, იქ ერთი ღარიბი ახალგაზრდა ქალიშვილი ბინადრობდა. მართალია, სიტყვა “დრამას” მეტისმეტად დაეკარგა ნდობა, რადგან ჩვენი დროის სევდიან ლიტერატურაში უხვად იხმარება უმართებულო და დამახინჯებული აზრით, აქ მაინც აუცილებელია მისი ხმარება; იმიტომ კი არა, თითქოს ეს ამბავი დრამატული იყოს ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით; მაგრამ, როდესაც ის დასრულდება, შეიძლება ვინმეს ერთი-ორი ცრემლი წამოსცვივდეს intra და extra muros[3]. გაიგებს მას ვინმე პარიზის გარეთ? შეიძლება დავეჭვდეთ. ამ დაკვირვებებითა და ადგილობრივი ელფერით სავსე სცენის თავისებურებები...