2022 წელს, აზრად მომივიდა კომისიის (რომლის ერთ - ერთი წევრი მეც გახლავართ) მიერ მომზადებული რამდენიმე „მასონური სახელმძღვანელოს“ გადაკეთება პროფანული, ანუ არა მასონური, საზოგადოებისთვის, რათა თითოეულ თქვენთაგანს მიეცეს საშუალება უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს მასონური ორდენის სტრუქტურა და საქმიანობა, რა თქმა უნდა, ისე, რომ არ დაირღვეს „მასონური საიდუმლოება“. მომზადდა ტრილოგია „მასონის სახელმძღვანელო“ და ამ სამ გამოცემაში ვეცდები მეტი დაგანახოთ მასონური ორდენის „შიდა სამზარეულოს“ შესახებ. თქვენს წინაშეა - წიგნი მეორე, სადაც საუბარი იქნება - თუ რა განსხვავებია მასონურ რიტუალებს შორის, საქართველოს დიადი ლოჟის ფორმირების ისტორია, საქართველოში მოქმედი წესდებების და რიტუალების ისტორია, რას წარმოადგენს თანამოძმის ანუ კომპანიონის ხარისხი, თანამოძმის ხარისხის ელემენტები, რას ნიშნავს კვალიფიკაციის ამაღლება და სარგოს მომატება, ოსტატად ელევაცია და მრავალი სხვა.
სოლომონ ასურელი – ქართველი მკვლევარი, მასონი, ავტორი; სხვადასხვა მასონური ლოჟის წევრი 14-15 წლის განმავლობაში, ასევე, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების, როზენკროიცერული და სხვა საზოგადოებების წევრი. ავტორს ორ ათეულზე მეტი ნაშრომი აქვს გამოცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, ისეთ თემებზე, როგორიც არის: მასონობა, ეზოთერიკა, კაბალა, მარტინიზმი, როზენკროიცერული საზოგადოება, ოკულტიზმი, რაინდული საზოგადოებები და სხვა.