iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

მასონის სახელმძღვანელო - წიგნი მესამე

ავტორი: სოლომონ ასურელი

2022 წელი | გამომცემელი: სოლომონ ასურელი Solomon Asureli TM

საიდუმლო საზოგ.-ები, მასონობა, მისტიციზმი

ფორმატები: html, epub, mobi
744
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია

მომზადდა ტრილოგია „მასონის სახელმძღვანელო“ და ამ სამ გამოცემაში ვეცდები მეტი დაგანახოთ მასონური ორდენის „შიდა სამზარეულოს“ შესახებ. თქვენ წინაშეა „წიგნი მესამე“ - ტრილოგიის ბოლო, მესამე ნაწილი, რომელშიც მოკლედ აღწერილია რამდენიმე ძირითადი მასონური წესდება, მათი ისტორია, შინაარსი, რიტუალისტიკა, ე.წ. „ზედა საფეხურების“ პრინციპები და სისტემა, ასევე, წაიკითხავთ სხვადასხვა რაინდულ ორდენზე, რომელიც დაკავშირებულია მასონურ საძმოსთან, ისევე, როგორც როზენკროიცერულ, მარტინისტულ და სხვა მისტიკურ, ეზოთერულ და ალქიმიურ ორგანიზაციებზე, პარა-მასონურ საზოგადოებებზე, მათ ისტორიაზე, სისტემებზე და ფასეულობებზე. ტრილოგია განსხვავებული ფორმატის გამოცემაა, რომელიც აქამდე არ ყოფილა ქართულენოვანი მკითხველის სივრცეში. ეს წიგნები თქვენ დაგანახებთ მასონურ ლოჟას და საძმოს შიდა სტრუქტურულ-სისტემურ ცხოვრებას, პრაქტიკული თვალსაზრისით, ნაკლები ისტორია - მეტი, რეალური ცხოვრებიდან.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
სოლომონ ასურელი
სოლომონ ასურელი

სოლომონ ასურელი – ქართველი მკვლევარი, მასონი, ავტორი; სხვადასხვა მასონური ლოჟის წევრი 14-15 წლის განმავლობაში, ასევე, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების, როზენკროიცერული და სხვა საზოგადოებების წევრი. ავტორს ორ ათეულზე მეტი ნაშრომი აქვს გამოცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში ისეთ თემებზე, როგორიც არის: მასონობა, ეზოთერიკა, კაბალა, მარტინიზმი, როზენკროიცერული საზოგადოება, ოკულტიზმი, რაინდული საზოგადოებები და სხვა.