მახასიათებლები
- სათაური: მატეო ფალკონე
- ISBN კოდი:
- ავტორი: პროსპერ მერიმე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5771
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პროსპერ მერიმე - მატეო ფალკონე
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. ibooks.ge
Prosper Mérimée – Mateo Falcone
ქართული თარგმანი ეკუთვნის გერონტი ქიქოძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
მატეო ფალკონე
ჩრდილო-დასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის და საკმაოა კაცმა სამი საათი იაროს მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგ-ალაგ კლდის ნაპრალები გადმოჰყურებს, ხოლო ალაგ-ალაგ თვალუწვდენელი ხრამები სჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს. აქ ცხოვრობენ კორსიკელი მწყემსები და ყველა ის ადამიანები, რომელნიც ვერ მორიგებულან მთავრობის მართლმსაჯულებასთან. უნდა ითქვას, რომ კორსიკელი გუთნისდედა ნაკელს არ ხმარობს, მხოლოდ ტყეს სწვავს, სანამ მიწის დამუშავებას შეუდგებოდეს; არა უშავს რა, თუ ხანძარი მეტ მანძილს მოედო, ვიდრე განზრახული იყო: რაც უნდა მოხდეს, ფერფლით გაპოხიერებული მიწა კარგ მოსავალს იძლევა.
პურის მომკის შემდეგ (ჩალას სტოვებენ იმიტომ, რომ ის ძნელი ასაღებია) ხელუხლებლად დარჩენილი ხის ფესვები ხშირ ყლორტებს იყრის, ეს ყლორტები რამდენიმე წლის განმავლობაში ატეხილ შამბნარად იქცევა. აქ სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები ერთმანეთში არიან გადახლართული, და ადამიანს მხოლოდ წალდით თუ შეუძლია გზის გაკაფვა. ალაგ-ალაგ ეს ტევრი იმდენად ხშირი და გაუვალია, რომ გარეული ვერძიც ვერ გაატანს.
თუ კაცი შემოგაკვდათ, პორტოვეკიოს ტევრს შეაფარეთ თავი და იქ სრულიად უშიშრად იცხოვრებთ; მხოლოდ თოფი არ უნდა დაგიჟანგდეთ და ტყვია-წამალი არ შემოგაკლდეთ; არ დაგავიწყდეთ, აგრეთვე,...