მახასიათებლები
- სათაური: მატიანე ქართლისა
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2860
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მეორმოცდახუთე მთავარნი ქართლისა, იოვანე და ძმა მისი ჯუანშერ, ძენი წმიდისა მოწამისა არჩილ მეფისანი, ხოსროიანნი
შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ. წარვიდა იოვანე ეგრისად და წარიტანა თანა დედა და ორნი დანი თჳსნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დაშთეს ქუეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. არამედ უმრწემესი დაჲ მისი იყო სახითა შუენიერ. და მიესმა სიშუენიერე მისი ხაზართა მეფესა ხაკანს; მოუგზავნა მოციქული და ითხოვა შუშან ცოლად, და უქადა შუელად სარკინოზთა ზედა. რაჟამს მოიწია მოციქული ხაკანისა, მიუმცნო ჯუანშერ ძმასა თჳსსა და დედასა. ხოლო მათ არა ინებეს და უთხრეს: "უკეთუ უღონო იქმნეს ყოფა ჩუენი, უმჯობეს არს, რათა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრე-ღა-რა შეიგინოს შვილი ჩუენი წარმართთა მიერ". და შუშან-ცა აგინა ხაზართა მეფესა.
შემდგომად სამისა წლისა მოგზავნა ხაკანმან სპასალარი თჳსი ბლუჩან; გამოვლო გზა ლეკეთისა და შემოვიდა კახეთად; მოადგა ციხესა, რომელსა შინა იყვნეს ჯუანშერ და დაჲ მისი შუშან, და მცირედთა დღეთა წარიღო და ტყუე ყვნა იგინი; შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყუენა ქართლი და ყოველი ესე ქუეყანა.
და ვითარ წარემართა გზასა დარიალანისასა, დღესა ერთსა რქუა შუშან ძმასა თჳსსა: "უმჯობეს არს ჩემთჳს სიკუდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრე-ღა-რა შევიგინო წარმართთა მიერ". და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი; რამეთუ იყო თუალსა მას ქუეშე წამალი სასიკუდინე, და მუნქუეს-ვე მოკუდა.
წარვიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგუარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკუდილი დისა მისისა შუშანისი. ხოლო იგი განუწყრა არა-მიტანებისათჳს გუამისა მისისა, რომლისა წადიერ იყო ხილვად შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი, და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყჳდეს თავი მისი ბოროტად. და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შჳდი, განუტევა. ნიჭითა დიდითა ხაკანმან და წარმოგზავნა ქუეყანად თჳსად.
ხოლო ამიერითგან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხუასროანთამან. პირველად, უფლება სარკინოზთა...