მახასიათებლები
- სათაური: მავედრებელნი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ესქილე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 35
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 933
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მოქმედი პირნი
პირველი ეპიზოდი
მეორე ეპიზოდი
მესამე ეპიზოდი
ექსოდოსი
შენიშვნები
გადაფურცვლა
ესქილე - მავედრებელნი
Αἰσχύλος - Ἱκέτιδες
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის გიგლა სარიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მოქმედი პირნი
პირველი ეპიზოდი
მეორე ეპიზოდი
მესამე ეპიზოდი
ექსოდოსი
შენიშვნები
მოქმედი პირნი
დანაოსის ქალიშვილები (ქორო)
დანაოსი
არგოსის მეფე
მაცნე
ჰე, ზევსო[1], ლტოლვილთ მეხანაგევ, ეგულმოწყალე
კრებულსა ჩვენსა,
ზღვით გამოღწეულს
ქვიშოვანი
ნილოსის მხრიდან. დაგვიგდია ღვთიური ვანი
სირიის საზღვრად და გარევრბივართ.
არ მოუსჯია ქალაქიდან ჩვენი მოკვეთა
სისხლის სამსჯავროს,
არამედ გვდევნის სისხლით ნათესავ
ეგვიპტელ ვაჟთა და ჩვენთა შორის უპატიურ ქორწინებაზე
ჩვენი უარი[2].
მამამან ჩვენმან დანაოსმა, დარბაისელმა,
მეწინამძღვრემ და წესთაგამრიგემ,
ურჩეულესი გზა გვირჩია ჭირთაგან ხსნისა:
ტალღებით რწეულ ზღვით გვეცურა დაუხანებლად,
მოვკიდებოდით არგოსის მიწას,
სადაც ოდესმე დასაბამი დაედო ჩვენს გვარს,
მოდგმა ჩვენი წარმოსდგა, ოდეს
ძროხას, კრაზანის შეურვებულსა
შთაგონებით შეეხო ზევსი.
კეთილ იმედის სხვა ნაპირი
სადღა გვეძია
ბაფთებით შეკრულ
სავედრებელ რტოებით ხელში?
ო, ქალაქო, ო, მიწაო, კამკამა...