მახასიათებლები
- სათაური: მეფე ლირი
- ISBN კოდი:
- ავტორი: უილიამ შექსპირი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები: 82
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 7131
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
- მომქმედნი პირნი
- მოქმედება პირველი
- მოქმედება მეორე
- მოქმედება მესამე
- მოქმედება მეოთხე
- მოქმედება მეხუთე
გადაფურცვლა
სარჩევი
მომქმედნი პირნი
მოქმედება პირველი
მოქმედება მეორე
მოქმედება მესამე
მოქმედება მეოთხე
მოქმედება მეხუთე
მომქმედნი პირნი:
ლირი - მეფე ბრიტანიისა
მეფე საფრანგეთისა
მთავარი ბურგუნდიისა
მთავარი კორნვალიისა
მთავარი ალბანიისა
გრაფი კენტი
გრაფი გლოსტერი
ედგარი - გლოსტერის შვილი
ედმუნდი - გლოსტერის ბუში
კურან - კარისკაცი
ბერიკაცი - გლოსტერის მამულზედ მდგომი ხიზანი
ექიმი
ხუმარა
ოსვალდი - გონერილას მსახურთ უფროსი
ასისთავი - ედმუნდის ხელქვეითი
აზნაური - კორდელიას თანამხლებელი
კარის გზირი
გონერილა, რეგანა, კორდელია - ლირის ასულნი
რაინდნი, ლირის თანამხლებელნი, ასისთავნი, შიკრიკები, მხედარნი და მეფის ამალა
ასპარეზი მოქმედებათა არის ბრიტანიაში
მოქმედება პირველი
სანახავი I
მდიდრულად მორთული ოთახი მეფე ლირის სასახლეში
(შემოდიან კენტი, გლოსტერი და ედმუნდი)
კენტი: მე მეგონა, რომ მეფეს ალბანიის მთავარი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე კორნვალი.
გლოსტერი: ყველას ეგრე გვეგონა. მაგრამ ახლა, როცა მათ გაუნაწილა სამეფო, გამოჩნდა, რომ ერთი მეორეზედ მეტად არ მიაჩნია: მათს შორის სამეფო ისეთის სისწორით არის გაყოფილი, რომ კაცი ერთს წილს მეორეს ვერ დაამჯობინებს.
კენტი: ეს ყმაწვილი კაცი თქვენი შვილი ხომ არ გახლავთ?
გლოსტერი: დიაღ, ბატონო, იგი ჩემის შრომითა და ღვაწლით გაჩენილია. მაგის ჩემს შვილად ხსენებაზედ ისე ხშირად წამოვწითლებულვარ, რომ ახლა სიწითლეც აღარ მეკიდება.
კენტი: მე, ბატონო, თქვენი საუბარი არ მესმის.
გლოსტერი: ამ ყმაწვილკაცის დედას კი ძალიან კარგად ესმოდა... და დაუსხვილდა წელი კიდეც ისე, რომ ჩვეულებრივი სარტყელი აღარა სწვდებოდა. ბოლოს ასეთი საქმეც დაემართა, რომ ჯერ ქმარი საწოლში არა ჰყოლოდა და შვილს კი აკვანში რწევა დაუწყო....
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი (26.04.1564 (ნათლობა)-23.04.1616) - ინგლისელი პოეტი, დრამატურგი და მსახიობი. მიჩნეულია ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან მწერლად და მსოფლიოს უდიდეს დრამატურგად, რომლის პიესები დღემდე უფრო ხშირად იდგმება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავტორისა.