მახასიათებლები
- სათაური: მეორედ დაბადების შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 30
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3002
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა მასალას ლექციისა, რომელიც მე ექსპრომტად წავიკითხე ერანოსის საზოგადოების შეკრებაზე 1939 წელს. წერილობითი ფორმით გადმოცემისას მე შეკრების განმავლობისას გაკეთებული სტენოგრაფიული შენიშვნები გამოვიყენე. ლექციის ზოგი ნაწილი გამოსატოვებელი იქნა, რადგან დაწერილი და გამოთქმული სიტყვისადმი მოთხოვნები განსხვავდება. მიუხედავად ამისა, მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად განმეხორციელებინა პირველადი განზრახვა - ჩემი ლექციის შინაარსის რეზიუმირება მეორედ დაბადების თემასთან მიმართებით, მეორედ დაბადების მაგალითად კი შევეცადე ყურანის მე-18 სურის ანალიზი გადმომეცა. მე რამდენიმე მინიშნება დავამატე პირველწყაროზე, რომელიც მკითხველმა შესაძლოა მოიწონოს. ჩემს კონსპექტს იმაზე მეტის პრეტენზია არ აქვს, რომ მიმოიხილოს სფერო ცოდნისა, რომელიც ლექციის ჩარჩოებში მხოლოდ უკიდურესად ზედაპირულად შეიძლებოდა ყოფილიყო განხილული.
I მეორედ დაბადების ფორმები
მეორედ დაბადების ცნება ყოველთვის ერთი და იმავე აზრით არ გამოიყენება. ვინაიდან ამ ცნებას სხვადასხვა ასპექტები გააჩნია, კარგი იქნებოდა მათზე შეჩერება. მეორედ დაბადების ხუთი განსხვავებული ფორმა, რომლებსაც მე დავახასიათებ, თუ უფრო დეტალურად განვიხილავთ, სავარაუდოდ შესაძლოა დაზუსტებულ და შევსებულ იქნას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი დეფინიციები ძირითად მნიშვნელობებს მაინც მოიცავს. ნაშრომის პირველ ნაწილში მე მოკლედ აღვწერ მეორედ დაბადების ფორმებს, მეორეში კი მათ განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ასპექტებს ავხსნი. მესამე ნაწილში მოტანილი იქნება მეორედ დაბადების მისტერიის მაგალითი ყურანიდან.
1 მეტემფსიქოზი
ხუთიდან პირველი ფორმა მეორედ დაბადებისა, რომლის განხილვაზე მსურს შევჩერდე, - მეტემფსიქოზი ანუ სულთა გადასახლებაა. ამ შეხედულების თანახმად ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა სხეულებრივ განსახიერებათა გზით დროში ხანგრძლივდება; ან, მეორეს მხრივ, წარმოადგენს თანმიმდევრულ ჯაჭვს მოვლენებისა, რომლებსაც სხვადასხვა გარდასახვები წყვეტს. ბუდიზმშიც...
კარლ გუსტავ იუნგი
კარლ გუსტავ იუნგი (26.07.1875-06.06.1961) - შვეიცარელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მის შრომებს დიდი გავლენა ჰქონდათ, როგორც ფსიქიატრიაზე, ასევე ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურასა და რელიგიურ სწავლებაზე.