სამცხე-საათაბაგოს გათათრება;
საომარი იარაღის ხელოსნობა და მისი დაცემა სამცხე-სათაბაგო და მაჭახელს;
სამცხესა და ლაზისტანში გემების და ნავების კეთება, გემისნობის და ნაოსნობის დაცემა მათში;
სამზადისი გურიის გათათრებისა და გათათრებულ ალი (გიორგი) გურიელის დახვრეტა;
აფხაზეთის გათათრება;
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგნი;
სამცხე-საათაბაგოს მღვდელ-მთავარნი და მათი ეპარქიები;
ზაქარია ჭიჭინაძე - მესხეთ-ჯავახეთის გათათრება.
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
სამცხე-საათაბაგოს გათათრება
საომარი იარაღის ხელოსნობა და მისი დაცემა სამცხე-სათაბაგო და მაჭახელს
სამცხესა და ლაზისტანში გემების და ნავების კეთება, გემისნობის და ნაოსნობის დაცემა მათში
სამზადისი გურიის გათათრებისა და გათათრებულ ალი (გიორგი) გურიელის დახვრეტა
აფხაზეთის გათათრება
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგნი
სამცხე-საათაბაგოს მღვდელ-მთავარნი და მათი ეპარქიები
სამცხე-საათაბაგოს გათათრება
ქართველ კათოლიკეთ ერთმა მოძღვარმა თავის ქადაგებაში წარმოსთქვა შემდეგი: ქართველთ გათათრების და ტანჯვა-ვაების ისტორია რომ დაიწეროს, 24-ს ტომზედ ნაკლები არ გამოვაო, ჭეშმარიტად ეს ასე იქმნებოდა, რომ თავის დროს ვისმეს ხელი მიეყო, ცნობები ეგროვებინა და თან ეწერა. ქართველთ გათათრება ადვილად არ მომხდარა, მას დიდი, ვრცელი ისტორია აქვს, სამწუხაროდ ამ გათათრების შესახებ-კი ჩვენ ბევრი არაფერი ცნობები გვაქვს. როგორც კვალაც გვითქვამს, ამ საგანის შესახებ არც „ქართლის ცხოვრება“-ში და არც სხვა ისტორიულს წიგნებში მოიპოვება რამე. ჩვენი ძველი მწერლობა ამაზედ მდუმარებს.
მესხეთი და ჯავახეთი ოსმალთ ადრიდგანვე გაათათრეს. ლაზისტანი, არტაანი, არდანუჯი, ლივანა, აჭარა, თორთომი, ოლთისი და სხვა უშორესი ადგილები გათათრებული არ იყო, რომ მესხეთის და ჯავახეთის ქართველებს გათათრება დაუწყეს....