მახასიათებლები
- სათაური: მეცნიერება თუ რელიგია?
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალბერტ აინშტაინი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1966
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მეცნიერება და რელიგია;
რელიგია და მეცნიერება;
რელიგია და მეცნიერება: მოურიგებელი ცნებები?;
გადაფურცვლა
სარჩევი
მეცნიერება და რელიგია
რელიგია და მეცნიერება
რელიგია და მეცნიერება: მოურიგებელი ცნებები?
მეცნიერება და რელიგია
I
უკანასკნელი საუკუნისა და მისი წინამორბედის ნაწილის განმავლობისას ფართოდ გახლდათ გავრცელებული მოსაზრება, რომ ცოდნასა და რწმენას შორის მოურიგებელი უთანხმოება არსებობდა. მოწინავე მოაზროვნეებს შორის გაბატონებული შეხედულების თანახმად, დრო იყო, ცოდნა თანდათან რწმენის ჩანაცვლებას შედგომოდა. რწმენა, რომელიც თავად არ ეყრდნობა ცოდნას, ცრურწმენაა და, შესაბამისად, მას უნდა დავუპირისპირდეთ. აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად განათლების ერთადერთი ფუნქცია აზროვნებისა და ცოდნისათვის გზის გახსნა იყო, ხოლო სკოლას, როგორც ადამიანთა განათლების გამორჩეულ დაწესებულებას, ეს ფუნქცია უნდა შეესრულებინა.
საკმაოდ იშვიათად, მაგრამ მავანი ალბათ მაინც შეხვდება მსგავს რაციონალურ თვალსაზრისს, გამოხატულს ასეთი უხეში ფორმით. ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდება, თუ რამდენად ცალმხრივია ასეთი ფორმულირება. მაგრამ ასევე ცხადია, რომ საქმის არსში ჩასაწვდომად ცხადად და ხისტად არის საუბარი საჭირო.
ჭეშმარიტებას შეეფერება ის, რომ მტკიცებულების მხარდასაჭერად საუკეთესო საშუალებები გამოცდილება და ნათელი გონება იქნება. ამ პუნქტში უპირობოდ უნდა დავეთანხმოთ უკიდურეს რაციონალიზმს, მაგრამ მისი კონცეფციის სუსტი წერტილი ის არის, რომ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენი მოქმედების წესისა და მსჯელობისთვის არის აუცილებელი და განმსაზღვრელი, მარტოოდენ ამ მყარ მეცნიერულ გზაზე ვერ ვხვდებით.
მეცნიერული მეთოდი სხვას არაფერს გვასწავლის იმის მიღმა, თუ როგორ უკავშირდებიან და როგორ განაპირობებენ ფაქტები ერთმანეთს. ასეთი ობიექტური ცოდნისაკენ ძლიერი ლტოლვა უამაღლებულესია მათ შორის, რისი უნარიც კი ადამიანს შესწევს და თქვენ ვერ დამდებთ ბრალს ამ სფეროში ადამიანის მიღწევებისა და გმირული ძალისხმევის დაკნინების სურვილში. თუმცა ასევე ნათელია, რომ ცოდნა იმისა,...
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი (14.03.1879-18.04.1955) - გერმანიაში დაბადებული ფიზიკოსი და ფილოსოფოსი; ფარდობითობის ზოგადი თეორიის ავტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური თეორიის შემუშავებაში. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ფილოსოფიური ხასიათისა. მინიჭებული აქვს ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1921).