მახასიათებლები
- სათაური: მიჯაჭვული პრომეთე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ესქილე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 33
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4118
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ესქილე - მიჯაჭვული პრომეთე
Αἰσχύλος - Προμηθεὺς Δεσμώτης
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ალექსანდრე ქუთათელს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მოქმედნი პირნი
ძალა და ძალადობა - აღმსრულებელნი ზევსის ნებისა, დემონები.
ჰეფესტო - ღმერთი ცეცხლისა, მჭედელი.
პრომეთე - ხალხის მოამაგე, ტიტანი.
ქორო ოკეანიდებისა - ოკეანეს ქალთა გუნდი.
ოკეანე - ტიტანი.
იო - არგოსელი მეფის, ინაქეს ქალი.
ჰერმესი - ზევსის მაცნე.
მოქმედება წარმოებს ზღვის პირას, მთაში. ჰეფესტოს, ძალას და ძალადობას შებოჭილი პრომეთე შემოჰყავთ.
პროლოგი
ჰა, მივაღწიეთ დედამიწის შორეულ საზღვარს,
სკვითთა ქვეყანას, უკაცრიელს და უდაბურსა.
ჰეფესტო, უნდა აღასრულო მამის ბრძანება:
მიდი, შეჰკარი არამზადა-ბოროტმოქმედი
დაუმსხვრეველი ბორკილების რკინის საბმელით
და თვალშეუდგამ, ამ ციცაბო კლდეს მიაჯაჭვე.
შენი მშვენება, წყარო ყოველ ოსტატობისა,
ცეცხლი გიზგიზა მოიპარა და მოკვდავთ უძღვნა.
მაგ ცოდვის გამო ღმერთებისგან დასასჯელია,
რათა ისწავლოს სიყვარული ზევსის ტახტისა
და სამუდამოდ დაივიწყოს კაცთმოყვარეობა.
ჰეფესტო
შენ ძალავ, და შენ ძალადობავ, ნება ზევსისა
ასრულებული გაქვთ სრულიად შეუფერხებლად,
მე ვით გავბედო, ნათესავი ეგ ჩემი ღმერთი,
გრიგალებისგან დაუფარავ კლდეზე დავაბა?
და...