მახასიათებლები
- სათაური: მხიარული მათხოვრები
- ISBN კოდი:
- ავტორი: რობერთ ბერნსი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 43
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2033
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მხიარული მათხოვრები;
ძველსა გზასა;
ირწევა მწვანე ლერწამი;
თასით ღვინო და ალალი მეგობარი;
მაკფერსონის უკანასკნელი სალამი;
შელა ო’ნილ;
ჩემს უკანონო შვილს;
ჯონ ანდერსონ;
ქერის მარცვალი ჯონი;
ვინც რა უნდა თქვას, რაგინდ რა იყოს;
მონის გოდება;
ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს;
პატარა ბალადა;
წარწერა ქაღალდის ფულზე;
ბუნების კანონი;
მდინარე ბუარის თხოვნა და ჩივილი;
პასუხად მისის სკოტს;
ორი ძაღლი;
გადაფურცვლა
მხიარული მათხოვრები
კ ა ნ ტ ა ტ ა
როცა ბინდდება და როცა ცივა,
როცა ყვითელი ფურცელი ცვივა
და ქარი გზებზე ფანტავს,
როცა გვცემს წვიმის წვეთები ჩქარი
და ჩრდილოეთის ზუზუნა ქარი
ძვალსა და რბილში ატანს, –
მაწანწალების მოსძებნის დასი
ღამის გასათევ ბინას
და ტავერნაში ივსება თასი
და სადღეგრძელო გრგვინავს.
ჰყეფენ და ხვრეპენ სასმურებს ჯერით,
ბედს დასცინიან ბოღმით
და ტავერნაში ირყევა ჭერი
ხორხოცითა და როკვით.
ბუხრის ტკრციალში სალდათი ჩანდა:
იჯდა, მხარიღლივ ეკიდა ჩანთა,
ცალ მუხლზე უჯდა ხასა
და ქალიც, მთვრალი მკლავების ალყით,
შემთბარი ცეცხლით, შემთვრალი არყით,
თვალს უწკურავდა ნაზად.
ლოშნიდა იგი კახპას და უშვერს,
ხოლო როსკიპიც ფრთხილად
უწვდიდა ტუჩებს, უწვდიდა დრუნჩებს,
როგორც მათხოვრის ქილას.
იდგა ღიჯინი, იდგა ყიჟინი,
ლოშნა, მანჭვა და გრეხა,
ვიდრე არ დათვრა ჩვენი სალდათი
და სიმღერა არ სჭექა.
ს ი მ ღ ე რ ა
მწყობრში გამოზრდილი ვარ,
ომში გამოცდილი ვარ,
ვარ ამაყი ათასი
ჭრილობით და იარით.
აქ – ჩხუბში ვარ დაჭრილი,
იქ – ხიშტი მაქვს გაჩრილი,
როცა ფრანგებს ვეკვეთეთ
დაფ-ნაღარის გრიალით.
ჩავაბარე გამოცდა,
როცა კვნესა წამოსცდა,
მეთაური წამექცა,
სისხლი წასკდა თქრიალით;
როცა ცეცხლში გამოჩნდა –
მოროს ციხე გამოჩნდა,
როცა ზეცას სწვდებოდა
დაფ-ნაღარის გრიალი.
ახლა თუმცა ვმათხოვრობ,
ტურფას ასე ვპატრონობ,
დავალ ჩანთით, მათარით
და ხის ფეხის ჭრიალით,
ვხარობ, როგორც ვხარობდი,
როცა მტრისკენ ვჩქარობდი
ჭიაფერი მუნდირით
დაფ-ნაღარის გრიალით.
რა ვუყოთ, რომ ზამთარი
მიტევს, როგორც აფთარი,
რა ვუყოთ, რომ ვერ ვნახე
ქვეყნის წაღმა...