მახასიათებლები
- სათაური: მკურნალი სიყვარული
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოლიერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1879
- ენა: ქართული
- გვერდები: 36
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1503
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მოქმედნი პირნი
- მოქმედება პირველი
- მოქმედება მეორე
- მოქმედება მესამე
გადაფურცვლა
მოლიერი - მკურნალი სიყვარული
Molière - L'Amour médecin
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი ყიფიანს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მოქმედნი პირნი
მოქმედება პირველი
მოქმედება მეორე
მოქმედება მესამე
მოქმედნი პირნი:
სგანარელი, ლუსინდას მამა
ლუსინდა, სგანარელის ქალიშვილი
ლიკანდრი, ლუსინდას მიჯნური,
ამინტა, სგანარელის მეზობელი
ლუკრეცია, სგანარელის დისწული
ლიზა, ლუსინდას მოახლე
გიიომი, ვაჭარი
იოსე, ოქრომჭედელი
ტომეზი, დეფონანდრი, მაკროტონი, ბაჰიზი, ფილრენი - ექიმები
ნოტარიუსი
შამპანი, სგანარელის მსახური
წარმომადგენელნი: კომედიის, მუსიკის, ბალეტის, თამაშობის, სიამოვნებისა.
მოქმედება პირველი
გამოსვლა პირველი
სგანარელი, ამინტა, ლუკრეცია, გიიომი და იოსსე
სგანარელი. ეჰ! რა არის ეს ჩვენი სიცოცხლე! მართალი უთქვამს იმ ვიღაც ფილოსოფოსსა: „უის გავეყარე და ვაის შევეყარეო; ერთი ჭირი ისე არ მოვა, რომ მეორეც არ მოჰყვეს თანაო... აი, მე! ერთი ცოლის მეტი არა მყავდა და ისიც მომიკვდა.
გიიომი. მერე რამდენი გინდოდა გყოლოდა?
სგანარელი. ის ერთადერთი მომიკვდა, ბატონო ჩემო მეგობარო და ისე არ მაგონდება, რომ თვალები ცრემლებით არ ამევსოს. მართალია, ყოფაქცევა იმისი მაინცდამაინც საქებარი არ იყო და ძალიან ხშირად მოგვდიოდა...