მახასიათებლები
- სათაური: მკვდარი სულები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლაი გოგოლი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 216
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2911
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
საავტორო უფლება;
მკვდარი სულები;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
მკვდარი სულები
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ნიკოლაი გოგოლი - მკვდარი სულები.
მკვდარი სულები
თავი პირველი
საგუბერნიო ქალაქ N-ის სასტუმროს ჭიშკარში შევიდა საკმაოდ ლამაზი რესორიანი პატარა ბრიჩკა, რომლითაც უცოლშვილო ხალხი დაიარება: სამსახურიდან გადამდგარი პოდპოლკოვნიკები, შტაბს-კაპიტნები, ასიოდე სული ყმის პატრონი მემამულეები, - ერთი სიტყვით, ყველა ისინი, ვისაც საშუალო შეძლების ბატონებს ეძახიან. ბრიჩკაში იჯდა ერთი ბატონი, არცთუ ლამაზი, მაგრამ არცთუ უშნო შეხედულებისა, არც ძალიან სქელი, არც ძალიან თხელი; არ შეიძლება ითქვას, რომ მოხუცებული ყოფილიყო, მაგრამ არცთუ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ. მის მოსვლას ქალაქში არავითარი ხმაური არ გამოუწვევია და არც ისეთი არაფერი მომხდარა: მხოლოდ ორმა რუსმა გლეხმა, რომლებიც სასტუმროს პირდაპირ სამიკიტნოს კართან იდგნენ, რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს, თუმცა ეს ლაპარაკი უფრო ეტლს შეეხებოდა, ვიდრე თვითონ მგზავრს. “შეხე, რა თვლებია! - უთხრა ერთმა მეორეს, - როგორ გგონია, შემთხვევა რომ იყოს, ვითომ მოსკოვამდის ვერ ჩაჰყვება?” -”ჩაჰყვება”, - მიუგო მეორემ. “ყაზანამდის კი, ვგონებ, ვერ ჩაჰყვება”. - “ყაზანამდის ვერ ჩაჰყვება”, - მიუგო მეორემ. ამით დამთავრდა ლაპარაკი. გარდა ამისა, სასტუმროსთან მისვლისას ბრიჩკას ერთი ახალგაზრდა კაცი შემოხვდა, რომელსაც მეტისმეტად ვიწრო და მოკლე თეთრი კანიფასის შარვალი ეცვა; გამოწყობილი იყო ვითომცდა მოდაზე შეკერილ ფრაკში, გულისპირზე ბრინჯაოს დამბაჩიანი...
ნიკოლაი გოგოლი
ნიკოლაი გოგოლი (იანოვსკი) (01.04.1809- 04.03.1852) - რუსი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკოსი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ნაწარმოებები, როგორიც არის "მკვდარი სულები", "ცხვირი", "ვიი" და სხვა.