მახასიათებლები
- სათაური: მკვდრები ჩუმად არიან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ართურ შნიცლერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 12
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 855
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ართურ შნიცლერი - მკვდრები ჩუმად არიან
Arthur Schnitzler – Die Toten schweigen
ქართული თარგმანის ავტორი: ლიზა მესხიშვილი
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
კაცმა ვეღარ შეძლო ეტლში ჯდომა, გადმოხტა და წინ და უკან სიარული დაიწყო. ბნელოდა. ამ ჩუმ, წყნარსა და გადაკარგულ ქუჩაზე ფანრები შორიშორს იდგნენ ერთიმეორისაგან და მათი ალი ქარის ბერვით ერთთავად ციაგდებოდა. წვიმამ გადაიღო და ქუჩის ბილიკები თითქმის კიდეც აშრნენ, მაგრამ მოუკირწყლავი ქუჩები კი ისევ ნოტიო იყვნენ და ადგილ-ადგილ გუბეებიც იდგა.
- უცნაურია, - ფიქრობდა ფრანცი, - პრატერის ქუჩაზე, რაღაც ასი ნაბიჯის მოშორებით, შენს თავს, როგორც უნგრეთის პატარა ქალაქში, გრძნობ უშიშრად... აქ კი ის თავის ნაცნობთაგანს, უეჭველია, არავის შეხვდება.
საათს დახედა... ჯერ ისევ შვიდი საათია, და შუა ღამესავით კი ბნელა. შემოდგომა წელს ადრე დაგვიდგა... წყეული ქარი...
პალტოს საყელო აიწია და ნაბიჯსაც უმატა. ფანრების შუშები ზრიალებდნენ.
- ნახევარი საათიც, - გაიფიქრა, - და შეიძლება წავიდე. მართალი რომ ვთქვა, ამის წინააღმდეგი არა ვარ.
ერთ კუთხესთან შედგა. აქედან ხედავდა ორივე ქუჩას, რომლებიდანაც ქალი უნდა მოსულიყო.
- დღეს კი მოვა, - გაიფიქრა და შუბლზე ქუდი ჩამოიწია. - დღეს პარასკევია, საარჩევნო სხდომაა პროფესორებისა; მაშასადამე, შეუძლია სახლიდან გამოვიდეს და გვიანობამდე არ დაბრუნდეს...
გაისმა ტრამვაის ზარის...