მახასიათებლები
- სათაური: მოჩვენებათა სონატა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ავგუსტ სტრინდბერგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 25
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1797
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
დრამა სამ მოქმედებად
მოქმედი პირნი:
მოხუცი - დირექტორი ჰუმელი
სტუდენტი - არჰენჰოლცი
ქალიშვილი - რძის გამყიდველი (მოჩვენება)
მეკარე ქალი
გარდაცვლილი კონსული
შაოსანი ქალი - კონსულისა და მეკარე ქალის ქალიშვილი
პოლკოვნიკი
მუმია - პოლკოვნიკის ცოლი
მისი ქალიშვილი - (იგივე მოხუცის ქალიშვილი)
დიდგვაროვანი ბატონი, რომელსაც ბარონს ეძახიან. მეკარე ქალის ქალიშვილის საქმრო.
საცოლე - ჰუმელის ადრინდელი საცოლე, ჭაღარათმიანი ქალი.
იოჰანსონი - ჰუმელის მსახური
ბენგტსონი - პოლკოვნიკის მსახური
მზარეული
პირველი მოქმედება
თანამედროვე სახლის პირველი სართული და ბელეტაჟი. სახლი კუთხიდან ჩანს. პირველ სართულზე მრგვალი დარბაზია, ბელეტაჟზე აივანია, სადაც დროშის ანძაა აღმართული.
მრგვალი დარბაზის ღია ფანჯარაში, როცა ფარდები გადაწეულია, ჩანს ახალგაზრდა ქალის თეთრი მარმარილოს ქანდაკება. ქანდაკებას გარს პალმები არტყია და მზითაა გაჩახჩახებული. მარცხნივ, ფანჯარაში - ქოთნებში - ცისფერი, თეთრი, ხასხასა წითელი სუმბულებია. პირველ სართულზე, აივნის მოაჯირზე ცისფერი აბრეშუმის საბანი და ორი თეთრი ბალიშია. ბელეტაჟის მარცხენა ფანჯარაზე თეთრი ზეწარია ჩამოფარებული. ზაფხულის ნათელი დილაა. სახლის წინ, წინა პლანზე მერხი დგას. მარჯვნივ, წინა პლანზე, ქუჩის აუზი-შადრევანია, მარცხნივ - აფიშების სვეტი. მარცხნივ, უკანა პლანზე, შესასვლელია, სადაც ჩანს კიბე. კიბის საფეხურები თეთრი მარმარილოსია, მოაჯირი კი - წითელი ხის. კიბის მოაჯირს სპილენძის ბოძკინტები აქვს. შესასვლელის ორივე მხარეს კასრებში ჩარგული დაფნის ხეებია. შესასვლელის მარცხენა მხარეს, თითქმის მიწის პირზე, სარკე-რეფლექტორიანი ფანჯარაა. მრგვალი დარბაზი თითქოსდა სცენის სიღრმეში მიმავალ შესახვევს გადაჰყურებს.
ფარდის აწევისას შორით გაისმის რამდენიმე ეკლესიის ზარების რეკვა. შესასვლელის ორივე კარი ყურთამდეა ღია. კიბეზე უძრავად დგას შაოსანი ქალი. მეკარე ქალი წინკარს ჰგვის,...
ავგუსტ სტრინდბერგი
ავგუსტ სტრინდბერგი (22.01.1849-14.05.1912) - შვედი მწერალი, პოეტი, ესსეისტი, დრამატურგი და მხატვარი. შექმნილი აქვს 60-ზე მეტი პიესა და 30-ზე მეტი მხატვრული ნაწარმოები. მიიჩნევა თანამედროვე შვედური ლიტერატურის "მამად".