მახასიათებლები
- სათაური: მოგონებანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ავქსენტი ცაგარელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2719
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
(მუდმივი ქართულ დრამატიულ სცენის დაარსებიდან)
1
შარშან, 1900 წელს, ჩვენი თეატრის ორმოცდა-ათი წლის იუბილეის და სამუდამო სცენის დაარსების გამო (ოცი წლის თავზე) ბევრი რამ, ასე თუ ისე საგნის შესახები, გამოითქვა, სხვათა შორის ჩვენმა პატივცემულმა მოღვაწემ პეტრე უმიკაშვილმა უფრო ვრცლად დაიწყო ამ საგანზე ლაპარაკი, მაგრამ... იმ დალოცვილმა სწორედ იქ გაათავა თავისი საინტერესო მოთხრობა, საიდგანაც უნდა დაეწყო. ბატონმა პეტრემ დაიწყო იქიდან, როდესაც, თავადის ვორონცოვის დროს, თ. გიორგი ერისთავის მეოხებით პირველად გაიმართა (მეცხრამეტე საუკუნეში) ქართული წარმოდგენები, ორმოცდაათი წლის წინად. ყველას ეგონა, რომ ბ. პეტრე, როგორც წინასიტყვაობას, ისე იგონებს ვორონცოვის დროის ამბავს და შემდეგ ნამდვილ საგანზე გადავა, ე. ი. ქართულ სამუდამო სცენის ოცი წლის არსებობაზე; მაგრამ 1850 წლიდან გვატარა, გვატარა, რა არ გვიამბო და სწორედ იქ გაჩერდა, სადაც იწყება შესანიშნავი ხანა ჩვენი სამუდამო სცენის.
ეხლა მე მსურს ქართველ მკითხველებს გავუზიარო ჩემი მოგონებანი ჩვენი სამუდამო სცენის დაარსების შესახებ. ჩემი მოხსენების სინამდვილის მოწმე იქნება ის უმეტესობა გულწრფელ და უანგარო ქართული სცენის აღყვავების მსურველ მოღვაწებისა, რომელნიც ამ ოცდაორი წლის წინად გულმხურვალედ მოეკიდნენ ამ დიდებულს საშვილიშვილო საქმეს და დღესაც დღეგრძელნი ბძანდებიან. ჩვენი სამუდამო სცენის აღორძინება, მისი წინმსვლელობა და გაფართოვება მე ჩაწერილი არა მქონია, და მკითხველს მინდა გავუზიარო მხოლოდ ის, რაც მე მახსოვს ამ საინტერესო საგნის შესახებ. ამასთანავე უმორჩილესად და უგულწრფელესად ვთხოვ ყველას, ვინც კი შეამჩნევს ჩემს მოხსენებაში გამოტოვებულს, რამე თვალსაჩინო ამბავს, მომეხმაროს და ოცდაორი წლის განმავლობაში დავიწყებული ნამდვილი ამბავი მომაგონოს. ზეპირად ხსოვნა რაიმე საქვეყნოს საქმის მიმდინარეობისა ძნელია; მით უმეტეს, ყველა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ჩვენმა მწერლებმა რომ წარმოსთქვან, რაც ახსოვთ ამა თუ იმ მწერლობაში და საზოგადოთ საქვეყნო საქმის შესახებ, მერწმუნეთ, რომ ურიგო არ იქნება. მხოლოდ...
ავქსენტი ცაგარელი
ავქსენტი ცაგარელი (09.02.1857-12.08.1902) - ქართველი დრამატურგი, მსახიობი, ქართული თეატრის აღორძინების ერთ-ერთი ფუძემდებელი და აქტიური მონაწილე, რომლის იუმორით აღსავსე შემოქმედება სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და სოციალური პროტესტის გამომხატველია. სამწუხაროდ, ავქსენტი ცაგარელი ჯერ ისევ ახალგაზრდა, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.