მახასიათებლები
- სათაური: მოსამართლე და მისი ჯალათი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ დიურენმატი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 60
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3420
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მოსამართლე და მისი ჯალათი;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
ალფონს კლენენმა, ტვანელმა პოლიციელმა, ათას ცხრაას ორმოცდარვა წლის სამ ნოემბერს, დილით, იმ ადგილას, სადაც ტვანის ტყიანი ხეობიდან ლამბუენისაკენ (ტესენბერგის ერთ-ერთი სოფელთაგანია) მიმავალი გზა გამოდის, გზის პირას გაჩერებული ცისფერი მერსედესი შეამჩნია. ირგვლივ ნისლი იწვა, გვიან შემოდგომას ასეთი ნისლიანობა ხშირად სჩვევია და კლენენმა, სიმართლე რომ ითქვას, მანქანას გვერდით ჩაუარა, მაგრამ შემდეგ მაინც უკან დაბრუნება არჩია. როცა მანქანას მიუახლოვდა და გაორთქლილ შუშაში ნაჩქარევად შეიხედა, დაინახა, მძღოლს საჭეზე თავი ჩამოედო. კლენენმა იფიქრა: კაცი ნამდვილად მთვრალიაო: მან, როგორც პატიოსანმა ადამიანმა, სასწრაფოდ მოისაზრა თავდაპირველად რაც უნდა ეღონა. გადაწყვიტა, უცნობს ოფიციალურად კი არა, - უბრალოდ, ადამიანურად მოპყრობოდა. იგი მანქანას იმ განზრახვით მიუახლოვდა, მძინარე გაეღვიძებინა, ტვანში ჩაეყვანა და იქ სასტუმრო „ბერენში“ შავი ყავითა და ფაფით გამოეფხიზლებინა; რადგანაც ნამდვილად აკრძალული იყო მთვრალს მანქანა ეტარებინა, თუმცა ის კი არ იყო აკრძალული, მთვრალს გზის პირას გაჩერებულ მანქანაში სძინებოდა. კლენენმა მანქანის კარი გააღო და უცნობს წამობრივად მხარზე ხელი დაადო. მაგრამ იმავე წამში იგრძნო, რომ კაცი მკვდარი იყო. საფეთქლები ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი. კლენენმა ახლა ისიც შენიშნა, რომ მანქანის მარჯვენა კარი ღია იყო. მანქანას სისხლი ოდნავ ემჩნეოდა. მუქი ნაცრისფერი პალტოც კი, რომელიც მკვდარს ეცვა, დასვრილი არ ჩანდა. პალტოს ჯიბიდან ამოწვერილი ყვითელი საფულის კიდე პრიალებდა. კლენენმა პალტოს ჯიბიდან საფულე ამოაძრო და ძალიან იოლად დაადგინა, რომ მკვდარი ულრიჰ შმიდი იყო, ქალაქ ბერნის პოლიციის ლეიტენანტი.
კლენენმა კარგად არც კი იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. სოფლის პოლიციელი ასეთი სისხლიანი შემთხვევის მოწმე ჯერ არასოდეს გამხდარიყო. იგი გზის პირას ბოლთას სცემდა, როდესაც ამომავალმა მზემ ღრუბლებიდან გამოიხედა და მკვდარი გაანათა, კლენენს უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. იგი მანქანასთან დაბრუნდა, მკვდრის ფეხებთან დაგდებული ფეტრის ქუდი აიღო და მიცვალებულს თავზე...
ფრიდრიხ დიურენმატი
ფრიდრიხ დიურენმატი (05.01.1921-14.12.1990) - შვეიცარელი მწერალი და დრამატურგი; ეპიკური თეატრის წარმომადგენელი. ცნობილია ავანგარდული პიესებით, ფილოსოფიური დეტექტივებითა და შავი იუმორით. მაქს ფრიშთან, პეტერ ბიქსელთან და სხვებთან ერთად გახლდათ ჯგუფის "ოლტენ" წევრი.