მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ილია ჭავჭავაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2333
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
გლახის ნაამბობი
მგზავრის წერილები
კაცია-ადამიანი?!
სარჩობელაზედ
ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი
ამბავად გაგონილნი
ოთარაანთ ქვრივი
გლახის ნაამბობი
რა ქნას კარგმა მონარდემა,
დროზედ შაში თუ არ მოვა.
I
მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის რაღაცა მოუწყინარი სიამოვნება ამ ხალისიან გართვაშია. თუ გნებავთ, ამასაც კი ვიტყვი, რომ ნადირობა ცოდვაა: ყოველი სულიერი ღვთის დანაბადია, ყველას აქვს თანასწორი ნება ამ თვალუწდომელ ქვეყანაში ცხოვრებისა, მაგრამ რა გაეწყობა?.. ტყუილად კი არ გვარწმუნებს ჩვენი საღმრთო წერილი, რომ პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზედ კაცმა კაცისა დაანთხიაო. კაცი მოსისხლეა, მეც კაცთაგანი ვარ. ბევრჯერ მინახავს ირემი დამფრთხალი ძაღლისაგან, ბევრჯერ მინახავს და ბევრჯერ გაუტაცნია ჩემი გონება მის თავისუფალს სილამაზესა. გადუწყვია რა ზურგზედ თავისი შტოიანი რქები, მორბის გამალებული, ლამაზი და ამაყი, უკან მოჰყეფს ნაგეში ძაღლი. ძაღლს მიურბის საწყალი და ზედ კი შეეხლება ხოლმე კაცსა, რომელიც ამ შემთხვევაში ძაღლზედ უფრო შეუბრალებელია და დაუნდობელი. შორიდამვე ესმის ირმის ფეხის ცემა ყურმახვილ მონადირესა; ესმის და მისი მოსისხლე გული ღელდება და ღელდება მეტის მოუთმენლობისა გამო. აი, მოვიდა თოფის მანძილზედა, ფოთლებ და ბუჩქებ შუა გამოჩნდა მისი დაღონებული, ნაღვლიანი თავი. ძაღლი დაუახლოვდა. იშვირა ფეხი ირემმა და ისარივით გადმოეშო ბუჩქნარზედ. გგონია, აგიქცევს გზას და მიეცემა საყვარელის ტყის განსაცდელით სავსე თავისუფლებასა, მაგრამ არა, - დაუშტვენ. მაშინ უნდა ჰნახოთ, რა მწუხარებით შედგება, რა-რიგ საოცარ მშვენიერებით მოიღერებს კისერსა, რა გაფეთებით და იმედ-გადაწყვეტილად დაიწყებს ნაღვლიანის თვალების ტრიალს, ყურების ცქვეტას, გაგანიერებულის ნესტოებით სუნის აღებასა!.. ისეთი ლამაზია, ისეთი ნაზია და იმ სინაზესთან...
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (08.11.1837-12.09.1907) - ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარე. მოკლულია წიწამურთან 1907 წლის 12 სექტემბერს.