მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: თომას მანი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 71
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2058
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ლუიზჰენი;
ტრისტანი;
პატარა ბატონი ფრიდემანი;
გადაფურცვლა
სარჩევი
ლუიზჰენი
ტრისტანი
პატარა ბატონი ფრიდემანი
ლუიზჰენი
ზოგიერთი ქორწინების მიზეზს თვით მწერლის გავარჯიშებული ფანტაზიაც კი ვერ წარმოგიდგენთ ხოლმე. იგი ისე უნდა მივიღოთ, როგორც თეატრში ვიღებთ ზოგჯერ სიბერისა და სიჩერჩეტის, სილამაზისა და ცხოველმყოფელობის წინააღმდეგობათა საოცარ შეხამებას. ეს ხომ ყოველი ფარსის მათემატიკური აღნაგობის წინამძღვარი და საფუძველია.
რაც შეეხება ვექილ იაკობის მეუღლეს, იგი ახალგაზრდა, ლამაზი და არაჩვეულებრივად მომხიბლავი ქალი იყო. ამ ოცდაათიოდე წლის წინათ მას ნათლობისას ანა, მარგარიტა, როზა და ამალია დაარქვეს, მაგრამ არასოდეს მისთვის ამრას გარდა სხვა სახელი არ უწოდებიათ, - ამრა ამ სახელების საწყისი ასოებისაგან შეედგინათ და მისი ეგზოტიკური ჟღერადობა ზედგამოჭრილი იყო ამ ქალისათვის. ერთი შეხედვით მისი ხშირი, რბილი თმა შავი ჩანდა, მაგრამ თუ გულმოდგინედ დააკვირდებოდით, წაბლისფერი აღმოჩნდებოდა. თმა გვერდზე ჰქონდა გაყოფილი და ვიწრო შუბლის ორივე მხარეს აკეცილი; მის კანიდან სამხრეთული მქრქალი სიყვითლე გამოსჭვიოდა და ეს კანი გადაკვროდა სხეულის ნაკვთებს, რომელნიც ასევე სამხრეთული მზით დამწვარი ჩანდნენ და თავისი სისავსით სულთანის ასულის სხეულს მოგვაგონებდნენ. ამ შთაბეჭდილებას, რომელსაც მისი ვნებიანი და მოთენთილი მიმოხვრა იწვევდა, თან ერთვოდა მეორე შთაბეჭდილებაც; მისი გონება გულს ექვემდებარებოდა. თუ კი ეს ქალი ვინმეს თავის გულუბრყვილო თაფლისფერი თვალებით შეხედავდა და თანაც ვიწრო შუბლზე მშვენიერ წარბებს თავისებური მომხიბვლაობით აწკეპდა, მისი ვნებიანობა ნათელი ხდებოდა, მაგრამ არც თვითონ იყო ისეთი მიამიტი, რომ ეს არ ცოდნოდა; ამიტომ იგი ერიდებოდა თავისი სუსტი მხარის გამოჩენას და ძალზე იშვიათად, თანაც ცოტას ლაპარაკობდა. ვის რა ეთქმის იმ ქალის მიმართ, რომელიც ლამაზია და თან სდუმს! თუმცა სიტყვა „მიამიტი“ ყველაზე ნაკლებად შეეფერებოდა ამრას. მისი გამოხედვა მხოლოდ უგუნურობის შთაბეჭდილებას როდი ტოვებდა, მისგან გამოკრთოდა გარკვეული მსუნაგი ეშმაკობაც,...
თომას მანი
თომას მანი (06.06.1875-12.08.1955) - გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, ესსეისტი, დრამატურგი, კრიტიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1929).