მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3034
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
სარჩევი
ბაირახტარი
გამარჯვებული ნიკო
თინას ლეკური
კონა
მაგდანას ლურჯა
მშიერაძის ოჯახი
ორ-ენა და ქუჩე
როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელიწადს
რომანი დიდ-ხევაში
„სამშობლო ხევსურისამ“ რა ჰქმნა
სურათი
უსინათლო ლექსო
ღვინია გადაიჩეხა
ხატაური ჩემია!
ბაირახტარი
პატარა ილომ, მკერავის შეგირდმა, დედას გამოსთხოვა პატაარა წითელი ნაჭერი, სადღაც ჯოხის ნატეხი იპოვნა, გათალა, გაასუფთავა, ზედ ლურსმით წითელი ნაჭერი მიაკრა და ის იყო ეზოს კარებში უნდა გამოსულიყო და საზოგადო მეჯლისს შეერთებოდა, რომ თავიანთი მდგმური ივანე დალაქი შეხვდა და ხელი დაუჭირა.
- მოიცა, ბიჭო! სად გარბიხარ, ქუჩაში საშინელი არეულობაა: ვისაც წითელ დროშებს დაუნახავენ, ართმევენ, სცემენ, პირში აფურთხებენ...
- უიმე, ქა, რეებს ამბობ, ადამიანო! - შეჰყვირა ილოს დედამ, მართამ, და შვილს მიეკრა - არ გახვიდე, გენაცვალოს დედა, და ეგ რაღაც ბაირაღია, მიმალე სადმე. რა ხუმრობაა, პოლიციელებმა რო დაგიჭირონ!
- რას ამბობ, დედა, რასა! რა პოლიცია, რა დაჭერა! მთელი ქალაქი კარშია, მღერის, თამაშობს, იცინის... ამბობენ, ხელმწიფემ მთელს ქვეყანას თავისუფლება უბოძაო. ყველა კაცი თავისი თავის პატრონიაო, რასაც უნდა, იმასა იქსო, ოღონდაც სხვას ხელს ნუ შეუშლისო. და განა შენ თვითონ არ ხედავ, ამ ორ-სამ დღეში რა ამბავია! პოლიციელები კუთხეში მიკრუნჩხულები დგანან და ხალხის სიხარულს სიხარულით უცქერიან. იქნება იმათაც უნდათ, რომ ასკიკუკუ ითამაშონ, მაგრამ პოლიციელი მარტო იმისთვის არის გაჩენილი, რომ კუთხეში იდგეს და აქეთ-იქით თვალები აბრიალოს!
- ჰო, მართალია. ორი-სამი დღე სწორედ აგრე იყო, მაგრამ ახლა სხვა არის! - თავის გაქნევით თქვა დალაქმა. - ახლა პოლიციელები ისევ მგლის ტყავში გაეხვივნენ, მე ჩემი თვალით ვნახე...
‘‘გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს მშრომელ ხალხს!’‘ - მოისმა ქუჩიდგან კიჟინი, ხალხის გრიალი და შესწყვიტა ივანემ ამბავი.
სუყველანი კარში გავარდნენ ხალხის საცქერლად. ილომ ისარგებლა...
ეკატერინე გაბაშვილი
ეკატერინე გაბაშვილი (16.06.1851-07.08.1938) - ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაამკვიდრა მცირე პროზის ჟანრები: მოთხრობა, ნოველა, სურათი ჩანახატი.