მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ გოლზუორთი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 45
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1608
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ჯონ გოლზუორთი - მოთხრობები
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
John Galsworthy - Stories
ქართული თარგმანი ვახტანგ ჭელიძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მტრობა
ყოფილი 299
მტრობა
ფსიქოლოგიური მიზეზი ამ მტრობისა, ისე როგორც თითქმის ყოველგვარი ადამიანური სიძულვილისა თუ სიყვარულისა, წყვდიადით იყო მოცული. და მაინც, ისე როგორც თითქმის ყოველ ადამიანურ სიძულვილსა თუ სიყვარულს, ამასაც თავისი გარკვეული დასაწყისი ჰქონდა - ის წამი, როცა ბაუდენის ყვითელმა ძაღლმა სტირს უკბინა უგეტრო ფეხზე. იქნებ არც ახლა, როგორც იტყვიან ხოლმე, „წაჰკიდებოდნენ“ მეზობლები ერთმანეთს, თუ არ სოფლის თავისებური წარმოდგენა სამართლიანობის შესახებ, რამაც სტირი აიძულა, მეორე დღესვე გამოეტანა თოფი და ბაუდენის ძაღლი იქვე გაეგორებინა. სტირი მესამე იყო - ამის წინ ორს კიდევ უკბინა ძაღლმა, და იქნებ მის მოკვლას ბაუდენი ისე არც გაენაწყენებინა, - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა თავისი მწევარი, - მაგრამ უცებ რაღაც გაურკვეველი ხინჯი იგრძნო გულში: საკუთრება დავკარგეო, თან, ბუნდოვანმა გრძნობამაც მოიცვა - ჩემს ძაღლს, როგორც საჭირო ვერ ვუერთგულეო, სტირი წარმოშობით ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან იყო, სადღაც ლინკონშირის მიდამოებიდან, და აქ უცხოდ ითვლებოდა იმ ფრისლანდური საქონლის მსგავსად, რასაც იგი დევონურ საქონელთან აჯვარებდა თავისივე ფერმაში. და ბაუდენმა გულის სიღრმეში იგრძნო, რომ სწორედ ამ უცხოობის გამო უკბინა ძაღლმა მას. პატრონის მსგავსად,...