მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჭოლა ლომთათიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2261
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
აღსარება;
სახრჩობელის წინაშე;
უსათაურო;
უბის წიგნიდან;
თეთრი ღამე;
ჰონორარი;
გადაფურცვლა
სარჩევი
აღსარება
სახრჩობელის წინაშე
უსათაურო
უბის წიგნიდან
თეთრი ღამე
ჰონორარი
აღსარება
(ესკიზი)
...წვიმა ნაღვლიანად შემომსისინებს, არემარე შავ ბურუსს მოუცავს, ქარი სევდის მომგვრელი ზუზუნით დაქრის ტიალ მინდორში, ხან გიჟური ხარხარით დაეტაკება მინდვრის ბოლოში გადმოყუდებულ ცხვირპირ დამსხვრეულ კლდეს, ხან დაჭრილი ადამიანის კვნესით გაეკვრება მინდორსა და ტირის, ტირის, და მე კი მგონია, რომ სადღაც შორს, ჩემი გულის ერთ-ერთ კუნჭულში ვიღაც უცნობი, მაგრამ ძალიან მახლობელი, უხილავი, მაგრამ მუდამ განუშორებელი ადამიანი მიმჯდარა იქ და მწარედ, მწარედ ქვითინებს-მეთქი, ხან შორდება ქალაქის განაპირას, მიდის შუა ქალაქში და იქ - “ჟესტის” სახურავზე გაწოლილი - სტვენს, საზარლად სტვენს.
მეგობარო! შენ სად ხარ ამ დროს? სწორედ ამ დროს, როცა წვიმა ასეთ ნაღვლიან ხმაზე მღერის თავის სიმღერას, როცა ქარის ღმუილი ჩემსავე გულში ჩამჯდარი ადამიანის ქვითინი მგონია. როცა არემარე ასეთი შავი ჯანღით არის მოცული, სწორედ ამ დროს მჭირიხარ მე შენ!
მაშ სადა ხარ, სადა, შენ, ჩემო მეგობარო?
ღამდება. შავებში გახვეულმა ღამემ გააკეთა წრე და ყოველი მხრით აწვება ჩემს ოთახს. ის მოდის, თანდათან უახლოვდება მას, კიდევ რამდენიმე წამი და ჩემი ოთახი უკუნეთ ბნელში ამოყოფს თავს. დაღამდება. ყველა ოთახებში გაიღიმებს მხიარული სინათლე. ოჯახი ბედნიერი თვალებით შეხედავს თბილ კერას, გუზგუზა ცეცხლი ტკაცუნით გამოეხმაურება ადამიანებს. ქმარი ალერსით ჩახედავს თავის ცოლს თვალებში, ცოლიც თამამად გაუსწორებს მას თვალს და პაწია, უცოდველ ბავშვს გულში ჩაიკრავს - შეეშინდება, ქმარმა არ გამომტაცოს ხელიდან ეს ბედნიერებაო, ძუნწი რამ არის დედა! იმას ქმრისთვისაც კი შურს შვილის ალერსი, იმას არავინ უნდა მოზიარედ ამ საკუთრებაში... ეჰ, გაიყავით. გაიყავით, გეთაყვა, თქვენი სიმდიდრე, ნუ ხარბობ შენ, ბედნიერო დედავ, შვილი შენია, ვერავინ წაგართმევს! რა გენაღვლება მამაც მიეალერსოს თავის შვილს?.. შენ იმითაც ბედნიერი არა ხარ განა, რომ ერთხელაც...