მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ივანე ბუნინი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 41
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1337
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- სუხოდოლი
- პატარა რომანი
- კავკასია
- წიგნი
გადაფურცვლა
ივანე ბუნინი - მოთხრობები
Иван Бунин - Рассказы
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
სუხოდოლი
პატარა რომანი
კავკასია
წიგნი
სუხოდოლი
I
ნატალიას ერთგულება სუხოდოლისადმი მუდამ გვაოცებდა.
ნატალია მამაჩვენის ძუძუმტე და თანშეზრდილი გახლდათ. რვა წელიწადი ცხოვრობდა ჩვენთან ლუნევოში, ცხოვრობდა, როგორც მამაჩვენის ღვიძლი დაი და არა როგორც ყოფილი ყმა ან მოახლე. რვა წელიწადია მოსვენებული ვარ იმ ვაი-უბედურებისაგან, რაც იქ, სუხოდოლში, მტანჯავდა და მაწამებდაო, ხშირად იტყოდა, მაგრამ ხალხს მართალი უთქვამს: თაგვს საბან-ბუმბულში აწვენდნენ და მაინც სოროსაკენ გარბოდაო.
ნატალიამ დაგვზარდა, ფეხზე დაგვაყენა და მერე ისევ სუხოდოლს მიაშურა. მახსოვს, ბავშვურ საუბარს გავუბამდით ხოლმე:
- ნატალია, შენ ხომ ობოლი ხარ?
- ობოლი ვარ ჩემი ბატონებივით. ცხონებული ბებიათქვენი, ანა გრიგორის ასული ადრე იახლა უფალმა! მეც უდროოდ დამეხოცა დედ-მამა.
- უდროოდ რამ დახოცა?
- სიკვდილმა მოაკითხა და იმანა.
- არა, უდროოდ რატომ მოაკითხა?
- ღმერთმა ასე ინება. მამაჩემს რაღაც დაუშავებია და ბატონებსაც ჯარში მიუბრძანებიათ. დედაჩემი კი ინდაურებს გადაჰყოლია თან. თავად არ მახსოვს, სხვებისაგან გამიგონია: ბატონის ინდაურებს უვლიდა თურმე უბედური და იმდენი მოუშენებია, სათვალავი აღარა ჰქონია. ერთ დღეს მინდვრად გარეკილ...