მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: დავით კლდიაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4921
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
ბაკულას ღორები;
მიქელა;
მრევლში;
მსხვერპლი;
როსტომ მანველიძე;
სოლომან მორბელაძე;
შერისხვა;
გადაფურცვლა
სარჩევი
ბაკულას ღორები
მიქელა
მრევლში
მსხვერპლი
როსტომ მანველიძე
სოლომან მორბელაძე
შერისხვა
ბაკულას ღორები
ის იყო შარაგზით მომავალმა ზენათიმ გზის შესამოკლებლად ღობეზე გადარება დააპირა და ზედ შედგა ფეხი, რომ გამწარებით წამოიძახა:
- ღმერთო მომკალი!.. ღმერთო მომკალი! - ჩახტა ეზოში და ქაქანით გაენთო ეზოს ყურეში ყოფილ პატარა ბოსტნისაკენ.
- უიმე, უიმე!.. ღმერთო მომკალი!.. პიტია!.. სასიკვდილე პიტია... კიკილო! კიკილო!.. თქვენ მოუკვდით თქვენ დედას, თქვენ… პიტია, კიკილო! კი-კი-ლო-ო! - უცნაური ხმით გაჰკიოდა და თან მირბოდა ზენათი.
ამ ყვირილზე დაბალაივნიან სახლიდან გამოვარდა თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც უკან გამოსდია თმაგაბურძგვნილმა, ფეხშიშველა პერანგის ამარა პატარა ბიჭმა.
- რა ამბავია, დედა, რა? - იკითხა ქალიშვილმა.
- რა და თქვენი სიკვდილი!.. თქვენი არ გადარჩენა, თქვენ გოუწყდით პატრონს, თქვენ!.. ვეღარ ხედავთ, თქვე გასაწყვეტლებო, რომ ამოგვაგდეს... რომ ერთიანად ამოგვაგდეს?!. თქვენ გაგიწყდათ მიწა... მოისპო თქვენი სახელი!.. დაგიდგათ თვალები!.. მიწა დაგეყარათ გასაწყვეტლებს, მიწა! - და ამ წყევლის შემდეგ შეჩერებული ზენათი ისევ ბოსტნისკენ გაიქცა; უკან დაედევნა პიტიაც.
- ჰა ტრუბია! ჰა ტრუბია! - აყვირდა პატარა ბიჭიც და ამ ძახილზე სახლის ყურიდან გამოვარდა შავი, ბანჯგვლიანი ნაგაზი და ესეც ყეფით გავარდა ბოსტნისაკენ.
- ჰა ტრუბია, ჰა, ჰა! - ყვიროდა ბავშვი და თან მისდევდა ძაღლს.
ბოსტანში მყოფმა ძალზე გამხდარმა ორმა ღორმა და ცხვარმა ალბათ, კარგად იცოდნენ რა დღესაც დააყენებდა მათ ტრუბია. გაფაციცებით უცმაცურებდნენ პირს პრასა, ჭლაკვს, ნიახურს, ოხრახუშს - რაც კი პირს მოხვდებოდა, - შემდეგ ეცნენ ბოსტნის დაბალ რაგვს, ტრუბიას შიშით გაღონიერებულებმა შეამტვრიეს რაგვის ხმელი წკნელი და გასაქცევად გამზადებულები სამივე შეუდგა შეღმართს. ტრუბია ყეფით დაედევნა უკან, დაეწია ერთს, სწვდა გამხდარ კანჭში; ღორი აჭყვირდა, წაიქცა და კოტრიალ-კოტრიალით ჩამოგორდა ქვევით;...
დავით კლდიაშვილი
დავით კლდიაშვილი (11.09.1862-24.04.1931) - ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი, კლასიკური რეალიზმის წარმომადგენელი. მისი შემოქმედების მთავარი თემაა იმერეთის გაღარიბებული, "შემოდგომის აზნაურების" ყოფის ასახვა.