მახასიათებლები
- სათაური: მთავარი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლო მაკიაველი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 88
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3849
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
- დიდებულ ლორენცოს პიერო მედიჩის ძეს
- თავი I რამდენნაირნი არიან სამთავროები და რა გზით შეიძლება მათი დაპყრობა
- თავი II მემკვიდრეობითი სამთავროებისათვის
- თავი III შერეული სამთავროებისათვის
- თავი IV რატომ არ აჯანყდა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი დარიოსის სამეფო ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეების წინააღმდეგ
- თავი V რანაირად უნდა მართავდე ქალაქსა თუ სახელმწიფოს, რომლებიც, მათ დაპყრობამდე, თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრობდნენ
- თავი VI ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც საკუთარი იარალითა და სიმამაცით იგდებენ ხელთ ნურავის
- თავი VII ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც სხვისი იარაღითა თუ სვებედნიერების წყალობით იგდებენ ხელთ
- თავი VIII იმათთვის, ვინც დანაშაულებრივი გზით აღწევენ მთავრის ძალაუფლებას
- თავი IX სამოქალაქო სამთავროსათვის
- თავი X რანაირად უნდა ვზომავდეთ ყოველი სამთავროს ძლიერებას
- თავი XI საეკლესიო სამთავროთათვის
- თავი XII იმისათვის, თუ რამდენნაირი სახის ლაშქარი არსებობს, და დაქირავებული ჯარისკაცებისათვის
- თავი XIII მაშველი, შერეული და საკუთარი ლაშქრისათვის
- თავი XIV რა უნდა ახსოვდეს მთავარს სამხედრო საქმესთან დაკავშირებით
- თავი XV იმ თვისებებისათვის, რომელთა გამოც ადიდებენ ან გმობენ ადამიანებს და, განსაკუთრებით, მთავრებს
- თავი XVI სიუხვისა და სიძუნწისათვის
- თავი XVII სისასტიკის, გულმოწყალებისა და კიდევ იმისათვის, თუ რა სჯობია უყვარდეთ თუ ეშინოდეთ შენი?
- თავი XVIII როგორ უნდა ესწრაფვოდნენ მთავრები იმას, რომ სანდონი იყვნენ
- თავი XIX იმისათვის, რომ თავიდან უნდა იცილებდე ზიზღს და სიძულვილს
- თავი XX იმისათვის, სასარგებლოა თუ საზიანო ციხე-სიმაგრეები და ბევრი სხვა რამეც, რასაც ხშირად იყენებდნენ მთავრები
- თავი XXI როგორ უნდა იქცეოდეს მთავარი, რომელსაც სახელის მოხვეჭა სურს
- თავი XXII მთავრის მრჩეველთათვის
- თავი XXIII როგორ უნდა დააღწიო თავი პირმოთნეთ
- თავი XXIV რატომ დაკარგეს იტალიელმა მთავრებმა თავიანთი სამთავროები
- თავი XXV როგორია ბედისწერის გავლენა კაცთა ცხოვრებაზე და როგორ შეიძლება წინ აღუდგე მას
- თავი XXVI შეგონება ბარბაროსთაგან იტალიის განთავისუფლებისათვის
- განმარტებები
გადაფურცვლა
დიდებულ ლორენცოს პიერო მედიჩის ძეს
მთავრის წყალობის მოხვეჭის მოსურნენი, ჩვეულებისამებრ, მათთვის ყველაზე ძვირფას ნივთებს უძღვნიან მას, ან კიდევ იმ ნივთებს, რომლებიც, მათის აზრით, ყველაზე მეტად ეამება მთავარს. და ჩვენ ვხედავთ, რომ უმეტესწილად, ცხენებს, საჭურველს, ოქრომკერდით ნაქარგ ძოწეულს, პატიოსან თვლებსა და მთავართა სიდიადის საკადრის სხვა სამკაულთ უძღვნიან მბრძანებლებს. მაგრამ როდესაც დავა-პირე თქვენი უდიდებულესობისათვის დამედასტურებინა ჩემი ერთგულება, მთელს ჩემს ავლა-დიდებაში ვერაფერს მივაკვლიე ჩემთვის უფრო ძვირფასსა და უფრო ფასეულს, ვიდრე დიდი ადამიანების საქმეთა ცოდნას, რომელიც თანადროულ ცხოვრებაზე ხანგრძლივი დაკვირვებისა და წარსულის გულმოდგინე შესწავლის შედეგად შევიძინე. დიდი დრო მოვანდომე მის გულდასმით განხილვას და გააზრებას, ახლა კი თხელტანიან წიგნში მოქცეულს, თქვენს უდიდებულესობას ვთავაზობ მას. და თუმცა კარგად მაქვს შეგნებული, რომ ის თქვენი ღირსი არ არის, მიუხედავად ამისა მჯერა, რომ, თქვენი დიდსულოვნების წყალობით, არ უარყოფთ მას, რადგანაც გესმით, რომ ყველაზე ძვირფასი ძღვენი, რომელიც მე შემეძლო მომერთმია თქვენთვის, იმის შესაძლებლობა გახლავთ, რომ მოკლე ხანში გაგიზიაროთ ყოველივე ის, რაც ამდენი წლის მანძილზე ურიცხვი სიმძიმილისა და ჭირთათმენის ფასად შევისწავლე და შევიმეცნე, და რაც არ შემიმკია, არც ამივსია ვრცელი წიაღსვლებით, არც მაღალფარდოვანი თუ მიკიბულ-მოკიბული სიტყვებით, ანდა რომელიც გნებავთ გარეგნული სამკაულებით, რომლებითაც არა ერთი და ორი ავტორი კაზმავს ხოლმე თავის თხზულებას. რადგან მე მსურდა მისი ნამდვილი სამკაული ყოფილიყო ან შინაარსის სიმართლე და თხრობის სიმკაცრე, ან - არაფერი. არც ის მიმაჩნია თავხედობად, რომ მოკრძალებული ან მოკრძალებულზედაც უფრო დაბალი წოდების კაცი ბედავს განსაჯოს ან წარმართოს მთავართა მოქმედება: ვინაიდან, იმ მხატვრებისა არ იყოს, მაღლობთა დასახატად დაბლა, ხეობებში რომ ჩადიან, რათა იქიდან დაუკვირდნენ მთებისა და ბორცვების აგებულებას, ხოლო ხეობებს მთის მწვერვალებიდან აკვირდებიან, - ზუსტად...
ნიკოლო მაკიაველი
ნიკოლო მაკიაველი (03.05.1469-21.06.1527) - რენესანსის ეპოქის იტალიელი ისტორიკოსი, მწერალი, დრამატურგი, დიპლომატი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და ჰუმანისტი.