მახასიათებლები
- სათაური: მწერლის როლი თანამედროვე სამყაროში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანდრე მორუა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 13
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1608
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მრავალმხრივობა მხატვრის როლისა;
ანგაჟირებული მწერალი;
სამი მწერალი;
ვაჟკაცობის ლიტერატურა;
მითი სიზიფეზე;
სამი მცნება;
გადაფურცვლა
ანდრე მორუა - მწერლის როლი თანამედროვე სამყაროში
André Maurois - Rôle de l'écrivain
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის თინათინ ქიქოძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
განსხვავდება თუ არა დღევანდელი მწერლის როლი იმისგან, რომელსაც ის უწინდელ დროში ასრულებდა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა გავიხსენოთ, რაში მდგომარეობს მწერლისა, და უფრო ფართოდ, მხატვრის უწყვეტი დანიშნულება.
რაც უნდა შორეულ წარსულში, თუნდაც პრეისტორიულ ეპოქაში გავიხედოთ, დავინახავთ, რომ ადამიანები მუდამ ყოფილან მხატვრები, მოქანდაკეები და შეუქმნიათ ლეგენდები და მითები, გამოქვაბულში მცხოვრებნი კლდეებზე ხატავდნენ ცხოველებს, ეგვიპტის აკლდამები, სადაც არავის შეეძლო ფეხის შედგმა, საუცხოო ბარელიეფებით იყო შემკული, ყველა ხალხს ჰქონდა თავი წმინდა ტექსტები, თავდაპირველად ზეპირი გადმოცემები, შემდგომში კი ჩაწერილი. ჰომეროსის პოემები აერთიანებდნენ საბერძნეთს. საშუალო საუკუნეებში ადამიანები თავიანთი სახსრების უმეტეს ნაწილს ტაძრების აშენებას ახმარდნენ. დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნება, როგორც ყოველთვის, ასრულებს უდიდეს სოციალურ როლს, ყველა ქვეყნისა და ყველა სოციალური მდგომარეობის ქალი თუ კაცი ყიდულობს რომანებს, დადის თეატრში, კინოში. რატომ?
დიახ, რატომ ხდება, რომ ყველა მზადაა თავისი შრომა, თავისი ფული დახარჯოს, რათა შექმნას ხელოვნების სამყარო და შეაღწიოს ამ სამყაროში? ჩვენ დღენიადაგ გვტანჯავს და გვაბრუნებს სიყვარული, ეჭვიანობა, პატივმოყვარეობა, ომები, სიკვდილის...
ანდრე მორუა
ანდრე მორუა (დაბ: ემილ სალომონ ვილჰელმ ჰერცოგი, 26.07.1885-09.10.1967) - ფრანგი მწერალი, ბიოგრაფიების, ესსეების, მემუარების, წერილების აღიარებული ოსტატი.