მახასიათებლები
- სათაური: ნაკვერჩხლები
- ISBN კოდი:
- ავტორი: სემუელ ბეკეტი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1931
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ნაკვერჩხლები;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
(რადიოპიესა)
ზღვის ხმა ოდნავ მოისმის. ჰენრის ფეხის ხმა ქვიშაზე. ჰენრი ჩერდება. ტალღების ხმაური ძლიერდება.
ჰენრი - იარე! (ტალღების ხმაური. ჰენრი ხმას უწევს) იარე! (დადის. ფეხის ხმა ქვიშაზე) შესდექ! (ჩერდება. ტალღების ხმაური მატულობს) დაჯექი. (უფრო ხმამაღლა) დაჯექი! (კენჭების ხრაშუნი. ჯდება. ისევ ტალღების სუსტი ხმა, ხმა ძლიერდება მხოლოდ მაშინ, როცა ჰენრი ჩერდება) ვინ არის ჩემს გვერდით? (პაუზა) ვიღაც მოხუცი, ბრმა და უგუნური. (პაუზა) მამაჩემია, ჩემს შესახვედრად მკვდრეთით აღმდგარი. (პაუზა) თითქოს არც მომკვდარა. (პაუზა) არა, საიქიოდან მობრუნებულა, რომ ჩემთან იყოს, არ უნდა მარტო დამტოვოს უცნობ ადგილას. (პაუზა) თუ ესმის ჩემი? (პაუზა) უთუოდ ესმის. (პაუზა) არ მიპასუხებს? (პაუზა) არა მპასუხობს. (პაუზა) ჩემთან სურს ყოფნა, ამიტომ დაბრუნდა. (პაუზა) ეს ხმაური კი, ზღვის ხმაა მხოლოდ. (პაუზა. უფრო ხმამაღლა) ზღვის ხმაა-მეთქი! (პაუზა. ისევ ხმამაღლა) ნაპირზე ვზივარ. (პაუზა) ამას იმიტომ ვამბობ, ყურს ვერ ენდობი, თვალითაც თუ არ იხილე, რომ ზღვა გამოსცემს ასეთ უცნაურ ხმას. (პაუზა) ფლოქვები! (პაუზა. უფრო ხმამაღლა) ფლოქვები! (ფლოქვების თქარათქური. შემდეგ დუმილი. პაუზა) კიდევ! (ისევ ფლოქვების ხმა. პაუზა. აღელვებით) ჟამის აღნუსხვა ასწავლე! დაჭედე რკინის ნალებით, ეზოში დააბი, დაე, ტორს ცემდეს საათის რიტმზე თუნდაც მთელი დღე! (პაუზა) მკვდრეთით აღმდგარა ათტონიანი მამონტი. რკინის ნალებით დაჭედე და თავის ნებაზე მიუშვი, დაე, გადაქელოს დედამიწა! (პაუზა) ყური მიუგდე! (პაუზა) სინათლეს მიუგდე ყური, შენ ხომ გიყვარდა სინათლე! შუადღე ახლახან გადავიდა, ნაპირზე კი ბინდია უკვე და ზღვაც ეული კუნძულივით გარიყულა. (პაუზა) შენ ამ ნაპირზე არასოდეს არ იცხოვრებდი, შენ ხომ მზეგამღვალ წყალში გიყვარდა ბანაობა. მე კი, ავიღე თუ არა შენი დატოვებული ფული, მაშინვე გადმოვცურე ზღვა და აქ მოვედი. ეს ხომ შენც იცი. (პაუზა) შენი გვამი ვერ ვიპოვეთ, იმიტომაც იყო, მემკვიდრეობას დიდხანს არ გვიმტკიცებდნენ, გვეუბნებოდნენ, რა იცით, რომ არ მიგატოვათ და ახლა სადმე, თუნდაც, არგენტინაში არ იმალებაო სხვისი გვარით. დედაჩემის მწუხარებას არ ჰქონდა ზღვარი. (პაუზა)...
სემუელ ბეკეტი
სემუელ ბარქლაი ბეკეტი (13.04.1906-22.12.1989) - ირლანდიელი დრამატურგი, ნოველისტი, თეატრის რეჟისორი და პოეტი. ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად. არის 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.