მახასიათებლები
- სათაური: ნარცისიზმის შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 19
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4080
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ზიგმუნდ ფროიდი - ნარცისიზმის შესახებ
Sigmund Freud - Zur Einführung des Narzißmus
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
1
2
3
შენიშვნები
1
ნარცისიზმის[1] ცნება ჩვენს მიერ ნასესხებია ავადმყოფობის აღწერიდან, რომელიც პ. ნაკეს მიერ არის შესრულებული 1899 წელს. იგი ამ ცნებას იყენებდა იმ მდგომარეობის გამოსახატავად, რომლის დროს ადამიანი საკუთარ სხეულს, როგორც სექსუალურ ობიექტს ეპყრობა, ანუ ტკბება მისით სექსუალური კმაყოფილების განცდით, ხელს უსვამს და ეფერება მას, სანამ სრულ კმაყოფილებას მიიღებდეს. ნარცისიზმის გამოვლენის ასეთი ფორმა სიმახინჯეს წარმოადგენს, რომელიც მოცემული პიროვნების სექსუალური ცხოვრების მთელ სფეროს მოიცავს და სრულად შეესაბამება იმ ვარაუდებსა და წარმოდგენებს, რომლებითაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ყველა სახის სიმახინჯის შესწავლას ვიწყებთ.
ფსიქოანალიტიკურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ნარცისული ქცევის განსაზღვრული ნიშნები შეინიშნება სხვა პირებს შორისაც, რომლებიც განსხვავებული ავადმყოფური გამოვლინებებით იტანჯებიან. მაგალითად, საჯერის მიხედვით, ჰომოსექსუალებს შორის. საბოლოოდ კი წარმოიქმნება ვარაუდი, რომ ლიბიდო, რომელიც ნარცისიზმის სახელწოდებას იმსახურებს, შეიძლება უფრო ფართო მასშტაბით შევნიშნოთ და მას კონკრეტული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ადამიანის ნორმალურ სექსუალურ განვითარებაში.
ასეთივე ვარაუდები...
ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი (დაბ. სიგიზმუნდ შლომო ფროიდი; 06.05.1856-23.09.1939) - ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.