მახასიათებლები
- სათაური: ნეირონული ხეები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანა რეიმი
- გამომცემელი: Anano Razmadze
- გამოცემის თარიღი: 2026
- ენა: ქართული
- გვერდები: 109
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
თავი I
აი თურმე საიდან გქონია ამდენი ფული, პირამიდულ სქემებს აწყობ! - უთხრა გაბრაზებული ტონით ანდრიამ თავის ძმას.
მერე? - წარბიც არ შეუხრია სანდროს.
რა მერე?! ხალხს ატყუებ და ძარცვავ!
მე მათ უბრალოდ ილუზია მივყიდე. ვუთხარი, რომ შეეძლოთ თითის გაუნძრევლად გამდიდრებულიყვნენ, დანარჩენზე თავად იზრუნეს. ჩემი ნათქვამი შეალამაზეს, ფერები დაუმატეს და ერთმანეთი ჩაითრიეს.
იმიტომ რომ ისინი მოატყუე!
ტყუილი არ მითქვამს, ვინც დროულად ჩაერთო სქემაში მართლა გამოიმუშავა თანხა. მე არავისთვის დამიკონკრეტებია რომ ეს მუდმივი შემოსავალი იქნებოდა.
ხო მიდი იმართლე ახლა თავი. ფონდებში მაინც ჩარიცხე გამომუშავებული თანხის ნაწილი, კარგი საქმის გაკეთებაში ჩაგეთვლება.
ფონდებში დატრიალებული მილიონები მართლა გაჭირვებულებს რომ ხმარდებოდეს, ღარიბი ადამიანი სანთლით საძებარი გახდებოდა.
მხოლოდ ბინძური ფულით აპირებ ცხოვრებას?
არა, ფონდსაც დავაარსებ. ოღონდ მაშინ, როცა ჩემი ბიზნესები ფულის გასათეთრებლად ზედმეტად პატარა და გამჭვირვალე გახდება.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ცივი და გულგრილი იყავი… მაგრამ სრულიად უმორალო თუ იყავი არ მეგონა?
მორალი თამაშის წესია და თუ თამაშის წესს დაარღვევ, გამარჯვების შანსიც უფრო მაღალია. მე კი მიყვარს კოეფიციენტების გაზრდა, ჩემს სასარგებლოდ.
ხოდა სანამ შენ შენს კოეფიციენტებს ზრდი, სხვების ცხოვრებას ანადგურებ.
ხალხი მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით ინადგურებს თავს. თუ მათ სჯერათ, რომ ტვინის გაუნძრევლად გამდიდრდებიან, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე მათ ლამაზ მომავალს ვუხატავ და ამაში ჩემს კუთვნილ საკომისიოს ვიღებ. სულელებისგან ფულის წაღება დანაშაული კი არა, ბუნებრივი გადარჩევაა.
ბუნებრივი გადარჩევა? - ჩაეცინა ანდრიას, თუმცა მის თვალებში სიცილის ნატამალიც არ ჩანდა. - შენს უმორალობას რაც უნდა პომპეზური იარლიყი მიაკრა, შინაარსი მაინც იგივე დარჩება. შენს დანაშაულს კი, ვერანაირი ლამაზი ფრაზა ვერ გაამართლებს.
არც ვფიქრობ რომ...
ანა რეიმი
„ნეირონული ხეები“ არის ანა რეიმის რიგით მეორე ნაწარმოები. თუ სადებიუტო რომანში ავტორმა ადამიანური ბუნების ბნელი მხარეები გამოააშკარავა, ამ წიგნში ის კიდევ უფრო შორს მიდის და მკითხველს ცივსისხლიანი სტრატეგების, კორუფციისა და ფსიქოპათიური გონების ყველაზე ბნელ ლაბირინთებში ეპატიჟება.