მახასიათებლები
- სათაური: ნეტარი სიცოცხლისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლუციუს ანეუს სენეკა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 24
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1316
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ლუციუს ანეუს სენეკა - ნეტარი სიცოცხლისათვის
Lucius Aneus Seneca - De Vita Beata
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
თავი I
1. ძმაო გალიონ, ყველას სურს ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ არავისთვისაა ცნობილი ცხოვრების ბედნიერად ქცევის სანდო საშუალება. ბედნიერი ცხოვრების მოპოვება რთულია, რადგან რაც უფრო სწრაფად ცდილობს ადამიანი მის მოპოვებას, მით უფრო დაშორებული აღმოჩნდება ხოლმე მისგან, თუკი გზა აებნა; ხომ მართალია, რომ რაც უფრო სწრაფად გარბიხარ საპირისპირო მხარეს, მით უფრო შორდები მიზანს. ამგვარად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა წარმოადგენს ჩვენს სწრაფვათა საგანს; შემდეგ დავსახოთ უმოკლესი გზა მისკენ და უკვე გზადმყოფებმა, თუკი ის სწორი და მართებული აღმოჩნდება, მოვისაზროთ, რა მანძილი უნდა განვვლოთ დღეში და რა მანძილი გვაშორებს მიზანს, რომელიც თვით ბუნებამ აქცია ესოდენ სასურველად ჩვენთვის.
2. სანამ აქეთ-იქით დავეხეტებით, სანამ არა ეტიკი, არამედ ბობოქარი ბრბოის მრავალხმიანი ხმაური მიგვითითებს მიმართულებას, ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება ცდომილებებს მოხმარდება, თუნდაც დღითა და ღამით ბეჯითად ვიშრომოთ ქველი საქმისათვის. სწორედ ამიტომაა აუცილებელი იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ საით უნდა წავიდეთ და რომელი გზით აღმოვჩნდებით იქ; გამოცდილი ეტიკის გარეშე იოლად ვერ გავალთ, ისეთისა, გასავლელი გზის ყველა სირთულეს რომ იცნობს; რადგან ეს მოგზაურობა სხვათა...