მახასიათებლები
- სათაური: ოგიუსტინ დე ვილბლანში
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარკიზ დე სადი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 12
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2224
- რეიტინგი: 3.7
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ოგიუსტინ დე ვილბლანში ანუ სასიყვარულო თვალთმაქცობა
საავტორო უფლება
Philos© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge
მარკიზ დე სადი - ოგიუსტინ დე ვილბლანში ანუ სასიყვარულო თვალთმაქცობა
ოგიუსტინ დე ვილბლანში ანუ სასიყვარულო თვალთმაქცობა
- ბუნების ანომალიათაგან ერთობ ყბადაღებული და ყველაზე უცნაურად მიჩნეული იმ ფსევდო-ფილოსოფოსთა მიერ, რომელთაც ყველაფრის გაანალიზება სწადიათ და ბოლომდე მაინც ვერაფერს ხვდებიან ხოლმე, - საუკეთესო მეგობარს ეუბნებოდა ერთ მშვენიერ დღეს მადმუაზელ დე ვილბლანში, ვის შესახებაც სწორედ ახლა მოგითხრობთ, - ის უცნაური ლტოლვაა, რომელიც თავისებური აზროვნებისა თუ ტემპერამენტის მქონე ქალებს მათივე სქესის არსებათა მიმართ გაუჩნდათ. თუმცა კი უკვდავ საფომდეც და მისი ეპოქის შემდეგაც ძნელად თუ ვიპოვით მსოფლიოს რომელიმე კუთხეს, რომელიმე ქალაქს, სადაც ამგვარი მიდრეკილების მქონე ქალები არ დაბადებულან და ასეთი საფუძვლიანი მტკიცებულებების გათვალისწინებით, განა გაცილებით გონივრული არ იქნებოდა, რომ თავად ბუნება დაგვედანაშაულებინა მეტად უცნაურ თავშექცევაში და არა ეს ქალები - ბუნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში? არადა, მათ მუდამ ჰკიცხავდნენ და რომ არ ყოფილიყო ის შეუვალი წინააღმდეგობა, რითიც ჩვენი სქესი ყოველთვის გამოირჩეოდა, ვინ იცის, მოიფიქრებდა თუ არა ვიღაც ჟაკ კუჟასი, ვინმე ბარტოლ დე სასოფერატო ან მავანი ლუი მე-9 იმ კანონებს, რომელთა წყალობითაც ამ მგრძნობიარე და უბედურ არსებებს კოცონზე დაწვავდნენ. მათ ხომ ეგონათ, რომ ეს კანონები იმ კაცებსაც თანაბრად...