მახასიათებლები
- სათაური: ოჰაიოს ექსპრომტი
- ISBN კოდი:
- ავტორი: სემუელ ბეკეტი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 996
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სემუელ ბეკეტი - ოჰაიოს ექსპრომტი
Samuel Beckett - Ohio Impromptu
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მსმენელი
მკითხველი
იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
მაგიდა სცენის შუაზე განათებულია, სცენის დანარჩენი ნაწილი - ჩაბნელებული.
ფიცრის თეთრი, უბრალო მაგიდა ზომით, ვთქვათ, 2.5მ x 1.25მ.
ფიცრის ორი უბრალო სკამი სამკლავურის გარეშე.
მსმენელი მაგიდის გრძელ მხარეს ზის, სახით აუდიტორიისკენ, მის მარჯვენა კიდესთან, თუ დარბაზიდან შევხედავთ. დახრილი თავი მარჯვენა ხელზე აქვს დაყრდნობილი. სახე არ უჩანს. მარცხენა ხელი მაგიდაზე უდევს. აცვია გძელი შავი პალტო. აქვს გრძელი ჭაღარა თმა.
მკითხველი ზის მაგიდის მარჯვენა მოკლე მხარეს, მის შუაზე, პროფილით აუდიტორიისკენ, თუ დარბაზიდან შევხედავთ. დახრილი თავი მარჯვენა ხელს ეყრდნობა. მარცხენა ხელი მაგიდაზე აქვს. წინ უდევს წიგნი, რომელიც ბოლო გვერდებზეა გადაშლილი. აცვია გძელი შავი პალტო. აქვს გრძელი ჭაღარა თმა.
შავი, განიერფარფლებიანი ქუდი მაგიდის შუაზე.
განათება მატულობს.
ათი წამი.
მკითხველი გადაფურცლავს წიგნს.
პაუზა.
მკითხველი (კითხულობს): თითქმის აღარაფერია სათქმელი. უკანასკნელი...
(მსმენელი მარცხენა ხელს უკაკუნებს მაგიდას)
თითქმის აღარაფერია სათქმელი.
(პაუზა. კაკუნი)
შვების მოპოვების უკანასკნელი მცდელობისას,...
სემუელ ბეკეტი
სემუელ ბარქლაი ბეკეტი (13.04.1906-22.12.1989) - ირლანდიელი დრამატურგი, ნოველისტი, თეატრის რეჟისორი და პოეტი. ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად. არის 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.