"ონტოლოგიის ახალი გზების" მთავარი ამოცანა ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირების გაანალიზებაა. ჰარტმანისათვის, რომლის იდეები თანამედროვე სოციალურ მეცნიერებათა კვლევასთან გვაახლოვებს, ონტოლოგია - ნეიტრალური კატეგორიაა, რომელიც სუბიექტსა და ობიექტს მოიცავს და სცდება, როგორც ძველი რეალიზმის, ისე თანამედროვე იდეალიზმის ფარგლებს.
ნიკოლაი ჰარტმანი (20.02.1882-09.10.1950) - გერმანელი ფილოსოფოსი, კრიტიკული რეალიზმის საკვანძო ფიგურა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაფიზიკოსი.