მახასიათებლები
- სათაური: ოქროყვავილობა
- ISBN კოდი: 978-9941-529-93-1
- ავტორი: ივა თადიაშვილი
- გამომცემელი: Iva
- გამოცემის თარიღი: 2026
- ენა: ქართული
- გვერდები: 260
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ოქროყვავილობა
ივა თადიაშვილი
ივა თადიაშვილი
ოქროყვავილობა
გარეკანზე გამოყენებულია უილიამ ბლეიკის ნამუშევარი
The Dance of Albion (Day of Joy) (1794–1796), William Blake, Fitzwilliam Museum, Cambridge
ყდის დიზაინი: ანა კონტრიძე
რუსთავი, 2026
ძღვნად მარტოეულ ჩემი ღმრთის
მშობელს და მ[ფარვ]ელს [ანას]
ვინც ჩემს ყვავილს მხოლოდ დაყნოსავს, ვერას შეიცნობს.
ვერც ის, ვინც მას მოსწყვეტს მხოლოდ და
მხოლოდ იმისათვის, რომ რაიმე შეისწავლოს.
ფრიდრიჰ ჰოლდერლინი
პროლოგი
ვაპირებ ვთალო ქანდაკი და სამარე სიტყვებისგან,
მსგავსად არქეოლოგის და
უბრალოდ შეხსენებას ვცდილობ
ისინი ხომ უბრალოდ მტვერს და ქვიშას ქექავენ
მსგავსად მხატვრებიც
დამარხულ ხილვებს ამხელენ მხოლოდ
და პოეტების საქმეც ეგაა
მარად მარგალიტები მოაგროვონ,
შეკრან ერთად სამკაულად და მერე
რაფსოდების საქმე ამ სამკაულთა
ყელზე და ხელზე შემკობა სცადონ
ადამთათვის.
და მე ამას მხოლოდ მაშინ შევძლებ
თუ თვალს დავხუჭავ
ვიგრძნობ უკუნში მცენარეთა მარცვალთ სურნელს
თითქმის მკვდარი წიგნებიდან გარდმოდევნილს
ყოველ ამ გრძნობათა შემგრძნობელის მოსახიბლად და
დროს თავის უდროო დროთა
ილუზიად გავიცხადებ და თავს ვუბრძანებ, ვეტყვი:
პოეზიისთვის ვსრბივარ, პოეზიისთვის ვიწვი,
პოეზიისთვის ვიკარგები სტანდარტული,
ნორმალური ადამიანების თვალსაწიერიდან
და დიდი იმედით და ლტოლვით
სიზმარეულ საყუდელში,...
ივა თადიაშვილი
ივა თადიაშვილი ქართველი ავტორი და კინომცოდნეა, რომელიც ცნობილია თავისი წვლილით თანამედროვე ლიტერატურასა და კინოში. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის,„მშფოთვარე გარდასახვა,“ „Sacrificium Intellectus“ და „Saturnlyrik“. მისი პოეზია ხშირად ეხება პიროვნული გარდასახვისა და ინტელექტისგან განთავისუფლების თემებს. ლიტერატურული საქმიანობის გარდა, ივა კინემატოგრაფიაშიც მოღვაწეობს.