მახასიათებლები
- სათაური: ოქროს ვირი
- ISBN კოდი:
- ავტორი: აპულეუსი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 156
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5890
- რეიტინგი: 3.8
სარჩევი
წიგნი პირველი;
წიგნი მეორე;
წიგნი მესამე;
წიგნი მეოთხე;
წიგნი მეხუთე;
წიგნი მეექვსე;
წიგნი მეშვიდე;
წიგნი მერვე;
წიგნი მეცხრე;
წიგნი მეათე;
წიგნი მეთერთმეტე;
კომენტარები;
გადაფურცვლა
აპულეუსი - ოქროს ვირი
Apuleius - Asinus aureus
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ ყიფიანს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
წიგნი პირველი
წიგნი მეორე
წიგნი მესამე
წიგნი მეოთხე
წიგნი მეხუთე
წიგნი მეექვსე
წიგნი მეშვიდე
წიგნი მერვე
წიგნი მეცხრე
წიგნი მეათე
წიგნი მეთერთმეტე
კომენტარები
წიგნი პირველი
1. აი, მე მილეტურ ყაიდაზე დაგიწნავ სხვადასხვა არაკს და შენს კეთილგანწყობილ სმენას ვაამებ ტკბილი ტიტინით, თუ მოწყალე თვალით დახედავ ნილოსის ლერწმის წვერით დაწერილ ეგვიპტურ პაპირუსს, შენ გაგაოცებს ადაზიანთა ბედისა და სახეთა გარდაქმნა და იმავე გზით წინანდელ მდგომარეობაში მათი დაბრუნება. ვიწყებ - მაგრამ ვინ არის იგიო? - იკითხავ შენ. მოგახსენებ ორიოდე სიტყვით.
ატიკის ჰიმეტი, ეფირიის ყელი[1] და სპარტის ტენარი, ეს ბედნიერი ქვეყნები, საუკუნოდ უკვდავყოფილი კიდევ უფრო ბედნიერი წიგნებით, - იყო ჩვენი მოდგმის ძველი აკვანი, აქ დავეუფლე ატიკურ კილოკავს, ეს იყო ჩემი ბავშვობის პირველი მონაპოვარი. ამის შემდეგ მე, უმეცარი კაცი, ლაციუმის სატახტო ქალაქში ჩავედი და დიდი შრომით, უხელმძღვანელოდ დავძლიე კვირიტების[2] მშობლიური ენა.
ამიტომ პატიებას ვითხოვ, თუ, ჩემს უხეშ ენაში შეგხვდებათ უცხო და მდაბიური გამოთქმები; მაგრამ თვით ეს კილოკავთა მონაცვლეობა ხომ ამ მოულოდნელი გარდაქმნების ხელოვნებას შეეფერება, რომლის...