მახასიათებლები
- სათაური: ორი დედა
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიგელ დე უნამუნო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2261
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
1;
2;
3;
4;
5;
6;
7;
8;
9;
10;
11;
გადაფურცვლა
მიგელ დე უნამუნო - ორი დედა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
Miguel de Unamuno – Dos Madres
ქართული თარგმანი ეკუთვნის მერი ტიტვინიძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
1
რა სატანჯველად ექცა საბრალო დონ ხუანს რაკელი! უშვილოდ გადაშენების შიშით გულმოწამლული ქალი გამწარებით ჩააფრინდა მას და ვინ იცის, რა ხერხსა და ღონეს არ ხმარობდა, ოღონდ კი სამუდამოდ მიეჯაჭვა, კალთაზე გამოება. და დონ ხუანის გულგვამში სურვილთან ერთად ჩაკვდა ნებაც, რაკელის თვალები და ხელები ერთიანად უნელებდა და უყუჩებდა ყოველგვარ სურვილს. და ეს განმარტოებული და უმართლოდ შექმნილი ოჯახური კერაც მონასტრის სენაკად ეჩვენებოდა, სადაც შეყვარებულმა წყვილმა მისაფარი პოვა. შეყვარებულმა? მაგრამ უყვარდა კი დონ ხუანს რაკელი? არა, ამ ქალმა იგი შთანთქა, თავის მორევში ჩაითრია, რადგან მისმა ქვრივულმა უიღბლობამ გატეხა კაცი. რამეთუ რაკელი გახლდათ ქვრივი, - ფიქრობდა დონ ხუანი, - უწინარეს ყოვლისა და ყველაზე მეტად, ქვრივი და თანაც უშვილო ქვრივი. ასე გეგონებოდათ, ქვრივად იყო დაბადებული. მისი სიყვარული იყო შმაგი და შმაგადვე ეძებდა ამ კაცის არსებაში, თვით მისთვისაც კი უცნობ სულის კუნჭულებში რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ამქვეყნიური სიყვარულია. და დონ ხუანი გრძნობდა, როგორ მიექანებოდა უფსკრულისკენ. "ეს ქალი მე მომკლავს!" - იტყოდა ხოლმე მალიმალ და თავიდან ვერ იშორებდა ფიქრს იმ სამუდამო განსასვენებელზე, მარტო სამარეში რომ ეღირსებოდა, როცა ქვრივი მართლა საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს.
ერთი ხანია რაკელი...
მიგელ დე უნამუნო
მიგელ დე უნამუნო (29.09.1864-31.12.1936) - ესპანელი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესსეისტი; ბერძნული და კლასიკური ლიტერატურის პროფესორი, სალამანკას უნივერსიტეტის რექტორი.