მახასიათებლები
- სათაური: ოსთა ჩამოსახლება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ზაქარია ჭიჭინაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 9
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1958
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
ოსთა ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ;
გადაფურცვლა
ოსების ჩამოსახლება ქართლში
და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ
თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.
საქართველოს გაჭირვებულმა მდგომარეობამ ქართველი ერი დიდს განსაცდელის გზაზედ დააყენა, ამიტომაც საქართველოს გარეშე გასულნი ქართველნიც უცხოს ქვეყნებიდან სულ შინ იკრეფდნენ თავს და მტერს უძღვებოდნენ, ასევე ოსეთიდამ დაბრუნდნენ ყველა ის მასწავლებელ ქართველნი, რომელნიც კი ოსებს ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, სხვა და სხვა ხელოსნობას და ბევრსაც კიდევ სხვა ასეთებს.
ქართველების გაცილებამ ოსები მეტად ცუდს მდგომარეობაში ჩააგდო, თვით ოსებმა ვერ გამოიჩინეს ვერაფერი ენერგიული შნო, თვით ვერც ოსების სკოლებში ასწავლიდნენ ოსის ბავშვებს წერა-კითხვას, მაშინ ოსები ქართულ ანბანს სწავლობდნენ, რადგანაც ქართული ანბანი ოსების ანბანიც არის, ვერც სხვა ნასწავლი კაცები გამოჩნდნენ ყოჩაღათ, ნამეტურ ხელოსნობის ხელოსანთა რიცხვი ისე მოისპო, რომ ამიერ და იმერ ოსებში აღარც ხელოსნები იყვნენ, აღარც ფეიქრები და არც სხვა ასეთნი საჭირო ხელოსნობის მუშაკნი.
ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებოდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადმოსვლა, ქართველების ძარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება, დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც.
ოსების ბოროტებამ და ძარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან...
ზაქარია ჭიჭინაძე
ზაქარია ჭიჭინაძე (1854-27.12.1931) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატორი, ისტორიკოსი. არის "ქართლის ცხოვრების" გამომცემელი. წერდა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის ისტორიის საკითხებზე. დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში.