მახასიათებლები
- სათაური: ოთახი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰაროლდ პინტერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2867
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
მოქმედი პირები:
ბერთ ჰად, ორმოცდაათი წლის მამაკაცი
როუზ, სამოცი წლის ქალი
ბატონი ქიდ, მოხუცი კაცი
ბატონი სენდს, ქალბატონი სენდს, ახალგაზრდა წყვილი
რაილი
სცენა: ოთახი დიდ სახლში. კარი წინ, მარჯვნივ. გაზის გამათბობელი წინ, მარცხნივ. გაზქურა და ნიჟარა უკან, მარცხნივ. ფანჯარა შუაზე. მაგიდა და სკამები ასევე შუაზე. სარწეველა სავარძელი შუიდან მარცხნივ. ორმაგი საწოლის ფეხი ნიშიდან არის გამოშვერილი.
ბერთ მაგიდასთან ზის, თავზე კეპი ახურავს, მაგიდაზე ჟურნალი დევს. როუზ გაზქურასთან დგას.
როუზ. აი. ეს გაგათბობს.
ბეკონსა და კვერცხს თეფშზე დებს, აქრობს გაზქურას და თეფში მაგიდასთან მიაქვს.
მინდა გითხრა, რომ გარეთ ძალიან ცივა. ყინავს.
გაზქურასთან ბრუნდება და წყალს ჩაიდნიდან საჩაიეში ასხამს, აქრობს გაზს და საჩაიე მაგიდასთან მიაქვს, თეფშზე ყრის მარილს და ასხამს საწებელს, ჭრის ორ ნაჭერ პურს.
ბერთ ჭამას იწყებს.
სწორია. ჭამე. საჭიროა. აქვე იგრძნობ. ოთახში ჯერაც თბილა. რაც არ უნდა თქვა, სარდაფს აქ ჯობია.
პურზე კარაქს უსვამს.
ვერ წარმომიდგენია, როგორ ცხოვრობენ ქვევით. ეს უსიამოვნებების ძიებას ჰგავს. განაგრძე. დაასრულე. გარგებს.
მიდის ნიჟარასთან, ამშრალებს ფინჯანსა და ლამბაქს და მაგიდასთან მიაქვს.
თუ გარეთ გასვლა გინდა, ალბათ ჯობია დანაყრებული იყო. როცა გახვალ, დარწმუნდები.
ფინჯანში რძეს ასხამს.
ეს-ესაა ფანჯრიდან გავიხედე. საკმარისია. აღარ მინდა. სულიერიც არ ჩანს. გესმის ქარის ხმა?
სარწეველაში ზის.
არასოდეს მინახავს. ნეტავ ვინ არის? იქ, ქვევით, ვინ ცხოვრობს? უნდა ვიკითხო. იქნებ შენც გაგეგო, ბერთ. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, დიდად სასიამოვნო ვინმე ვერ იქნება.
პაუზა.
მე მგონი, უკანასკნელად რომ ვიყავი, მას შემდეგ პატრონი გამოიცვალა. არ დამინახავს, ვინ...
ჰაროლდ პინტერი
ჰაროლდ პინტერი (10.10.1930-24.12.2008) - ინგლისელი დრამატურგი, სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე. სხვა ჯილდოებთან ერთად არის არის ნობელის 2005 წლის პრემიის ლაურეატი და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის 2007 წლის კავალერი. მიჩნეულია თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრიტანელ დრამატურგად.