მახასიათებლები
- სათაური: ოთახში
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 21
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2198
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
გადაფურცვლა
მოქმედი პირები:
ლორან, ოცი წლის.
ზიზი, ლორანის დედა.
ბერტრან სიუსორ.
ჟაკ ჟილბერ.
ჟან-კლოდ ბარბა.
ექიმი ვექსლერი.
ფულვიო უნგარეტი.
სცენა I
(ოთახი. შუაზე დგას მაგიდა სკამებით. მარჯვნივ და მარცხნივ კარია. მარცხენა კარიდან შემოდის ლორან, დგება სცენის წინ და უხილავ გამნათებელს მიმართავს. აცვია კომბინეზონი)
ლორან: რობერტ, გესმის? პირველი ოდნავ მარჯვნივ. (პაუზა) კიდევ, ცოტაც კიდევ. (სცენას ათვალიერებს) ჰო, ეგრე, კარგია. მეორე მარცხნივ. (პაუზა) არა, ეგ ბევრია. (პაუზა) ჰო, ეგრე. მესამე გამორთე. (პაუზა) არა, არ ვარგა, ჩართე ისევ და ოდნავ მოუკელი. კარგია, მგონი კარგია. ახლა ყველა ჩააქრეთ. (შუქი ქრება) აანთეთ. (შუქი ინთება) კარგია, კარგი. ეხლა მეორე! შენ პირველს და მესამეს მოუმატე და მეორე ჩააქრე. (პაუზა. კედლებს უყურებს) არ ვარგა. აბა, პირიქით გააკეთე. (პაუზა) რას აკეთებ, რას? ეგრე არა, პირველი ჩააქრე და მეორეს და მესამეს მოუმატე. (პაუზა) არა, იგივე გააკეთე, როგორც მეორე მხარეს. პირველი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, მესამეს მოუკელი. (პაუზა. ზარია) ერთ წუთს დამელოდეთ. (ლორან მიდის და კარს აღებს. შემოდის ზიზი)
ზიზი: სახლში ხარ, ლორან?
ლორან: როგორც ხედავ.
ზიზი: ვაიმე ლორან, რა მთვრალი ვარ?!
ლორან: მთვრალი ხარ?
ზიზი: ჰო, რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ერთი ჭიქა, მეორე, მესამე. ბევრი ვიჭორავეთ, აქეთური, იქეთური. ისე დავლიე ხუთი ჭიქა, ვერც მივხვდი. ხუთი ჭიქა ღვინო, ხუთი სრული ჭიქა.
ლორან: ცუდად ხარ?
ზიზი: არა, კარგად ვარ, ძალიან კარგად. (ლორანს უყურებს)
ლორან: დედა, რა უცნაურად მიყურებ?!
(პაუზა)
ზიზი: რაღაცის თქმას ვაპირებ და არ ვიცი, როგორ დავიწყო.
ლორან: რაიმე მნიშვნელოვანია?
ზიზი: დაჯექი, დაჯექი. (ლორან მაგიდასთან ჯდება. ზიზი სერიოზულ სახეს იღებს) არ ვიცი, რატომ გეუბნები და არც ის ვიცი, როგორ უნდა გითხრა, ამიტომ პირდაპირ გეტყვი. (პაუზა) ის (ცერი თითით ზურგს უკან მიანიშნებს) არ არის... მამაშენი... არ არის.
ლორან: რა თქვი?
ზიზი (სწრაფად): ჩემი ქმარი მამაშენი...
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი; მთარგმნელი; ბლოგერი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.