მახასიათებლები
- სათაური: აქ, ნეაპოლში!
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები: 88
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3058
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ველბის ცხოვრება
- არჩი და ქეთ
- აქ, ნეაპოლში
- გაკვეთილი
გადაფურცვლა
სარჩევი
ველბის ცხოვრება
არჩი და ქეთ
აქ, ნეაპოლში!
გაკვეთილი
ველბის ცხოვრება
მოქმედი პირები:
ველბი, პოეტი;
მინა, მისი მეუღლე;
ალდო, ველბის მამა;
ჯინა, ველბის დედა;
ბრუნო, მენეჯერი;
ექიმი რიჩო;
პირველი ქალიშვილი
მეორე ქალიშვილი
ნათესავები
მოქმედება I
სცენა I
(ოთახი. შუაზე დგას მაგიდა სკამებით. მარცხნივ - დაბალი მაგიდა და მის ორივე მხარეს თითო სავარძელი. სავარძლის უკან ლამფა. საპირისპირო კედელთან ძველებური ტელევიზორი პატარა ეკრანით. სიღრმეში ბუხარი ანთია. ალდო სავარძელში ზის, ჯინა მის კალთაში.)
ჯინა: ალდო, ხომ კარგია, რომ დაფეხმძიმებას შევძლებ?
ალდო: ეს არაჩვეულებრივია, საყვარელო და, იმავდროულად, აუხსნელი.
ჯინა: რა არის აუხსნელი?
ალდო: წარმოიდგინე, ვართ მხოლოდ მე და შენ, ორნი და რაღაც დროის შემდეგ პატარა გვემატება, რომელიც მანამდე არ არსებობდა. უკანასკნელ ხანს გამუდმებით ამის შესახებ ვფიქრობ.
ჯინა: ჰო, ძალიან ბედნიერი ვარ. წელიწადიც არ გავა და ჩვენ გოგონას ჩავეხუტებით.
(პაუზა)
ალდო: მგონი ჯობს შვილი თქვა.
ჯინა: ჰო, შვილი, გოგონა.
ალდო: შესაძლოა ასეც იყოს.
ჯინა: არა, ნამდვილად ასე იქნება.
ალდო: არ გეგონოს, რომ წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაინტერესებს, რა გაძლევს ასეთი რწმენის საბაბს. ხომ შეიძლება ბიჭი გაჩნდეს?
ჯინა: ბიჭი? (პაუზა.) არა. შეუძლებელია. მე მას ვხედავ. ვხედავ როგორია. იცი? ოქროსფერი თმები აქვს და ვარსკვლავებივით თვალები. ვიცი რა აცვია, ისიც ვიცი სად ვუყიდე. ვხედავ როგორ თამაშობს, მესმის რა საყვარლად ამახინჯებს სიტყვებს. იზრდება. კი, ნამდვილად გოგონა იქნება. სახელიც შერჩეული მაქვს.
ალდო: უკვე სახელი. ვხედავ დიდი სურვილი გაქვს, მაგრამ სჯობს ახლავე გითხრა. დიდი სურვილი ზოგჯერ დიდ იმედგაცრუებას იწვევს.
ჯინა: რას გულისხმობ?
ალდო: იმდენად დიდია შენი სურვილი, რომ ყველაფერი დაჩრდილა, რეალობას...
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი, მთარგმნელი, სცენარისტი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.