„ოთხმოცდაცამეტი წელი“ ვიქტორ ჰიუგოს უკანასკნელი რომანია, რომელიც 1874 წელს გამოქვეყნდა. იგი რესპუბლიკელთა წინააღმდეგ მონარქიის მომხრეეების კონტრრევოლუციურ ბრძოლას, ე.წ. ვანდეას აჯანყებას ასახავს. სხვადასხვა პერსპექტივით დანახული მოვლენები უსაზღვრო გზნებითა და ამ პერიოდის ღრმა ცოდნით შექმნილ ნაწარმოებში დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ვიქტორ მარი ჰიუგო (26.02.1802-22.05.1885) - ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, რომანტიზმის წარმომადგენელი. მიჩნეულია საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს და ცნობილ მწერლად.