მახასიათებლები
- სათაური: პაპა დიმო
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1926
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1114
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მიხელ ჯავახიშვილი - პაპა დიმო
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
– შვილო რეჯან, როგორა ხარ, გენაცვალოს პაპილო?
– ისევ ისე… მცხელა, სიცხე მაქვს.
– იქნება გინდა რამე?
– არაფერი.
– მაინც? იქნება ნაღები გინდა… ან მსხალი, ან ხიზილალა, ან კიდევ ფორთოხალი?
– ჰო, პაპილო, ხიზილალა და ფორთოხალი.
– აგრე გენაცვალოს პაპილო!.. ეხლავე მოგიტან. ნუ მოიწყენ უჩემოდ. სანამ დავბრუნდები, აი ეს სურათები გასინჯე. სასაცილო რაღაც არის… კარგია განა!
მწკრივად ჩაწყობილმა ოქროს კბილებმა გაუელვა, ფალას-ქუდი დაიდო თავზე და ლასლასით გავიდა.
ათი წლის დარეჯანი, რომელსაც პაპა დიმიტრიმ რეჯანი დაარქვა, გაწითლებულ ქუთუთოებს ჰბლიტავს და ღიმილით ათვალიერებს „კურდღლების ცხოვრებას“.
მართლაც სასაცილოა: კურდღლები გულმოდგინედ მღერიან, საჭმელს დანა-ჩანგლით მიირთმევენ, ცეკვავენ, შენობებს აშენებენ, ავტოთი დასეირნობენ და… ომობენ კიდევაც!
აი კიდევ ერთი სურათიც: მონადირემ არწივს თოფი ესროლა, კურდღლები კი ყირამალა გადაცვივდნენ. ზოგი გარბის, ზოგი სოროში მიმალულა, ზოგს კი შიშისგან გული წასვლია. ჰა-ჰა-ჰა!
სამან რეჯანი იღიმება, მისი პაპა დიმიტრი, რომელსაც შვილის-შვილმა პაპა დიმო დაარქვა, საგზალს ჰყიდულობს და ისევ მობარბაცებს. მოაქვს შაქარი, კარაქი, პური, ხიზილალა, ფორთოხალი და… ათიოდე ირისი! დიაღ ირისი! მართალია, რეჯანს არ უთხოვნია, მაგრამ უყვარს, ძალიან უყვარს, მაშასადამე…
მაშ...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.