მახასიათებლები
- სათაური: პასკუალ დუარტეს ოჯახი
- ISBN კოდი:
- ავტორი: კამილო ხოსე სელა
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 68
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2730
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
პასკუალ დუარტეს ოჯახი;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
ამ გამოცემას ვუძღვნი ჩემს მტრებს, ასე რომ დამეხმარნენ კარიერის შექმნაში
გადამწერის შენიშვნა
ჩემი აზრით, სწორედ რომ შესაფერისი დროა, პასკუალ დუარტეს მოგონებები გადმოვცე. უფრო ადრე ეს ნამდვილად ზედმეტ აჩქარებად ჩამეთვლებოდა. არ მინდოდა დამეჩქარებინა საბეჭდად მისი მომზადება, რადგან ყოველი საქმე, ხელნაწერში ორთოგრაფიული შეცდომების გასწორებაც კი, დროს მოითხოვს; ეგეც არ იყოს, აჩქარებით სოფელი არავის მოუჭამია, მაგრამ დაგვიანებით გადმოცემაც ჩემგან ყოველმხრივ გაუმართლებელი იქნებოდა: რაკი შრომა დათავრებულია, უნდა გამოქვეყნდეს კიდეც.
1939 წლის შუახანებში ალმენდრალეხოს ერთ-ერთ აფთიაქში, ღმერთმა უწყის ვისი უჩინარი ხელით დატოვებული ეს ჩანაწერები ვიპოვე. მას შემდეგ, დროს მოვიხელთებდი თუ არა, გამუდმებით ვარჩევდი და ვაწესრიგებდი ამ ჩანაწერებს, რადგან ნაწილობრივ ცუდი ნაწერის გამო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნაპოვნი ფურცლების ნაგლეჯები დანომრილი არ იყო და არც თუ სასურველი თანმიმდევრობით ეწყო, ხელნაწერი ძლივძლივობით იკითხებოდა.
დასაწყისშივე მინდა გასაგებად განვაცხადო: იმ ნაწარმოების შექმნაში, ახლა ცნობისმოყვარე მკითხველს რომ ვთავაზობ, მე მხოლოდ გადამწერის როლი შევასრულე. ჩემი მხრივ არაფერი ჩამისწორებია და არც ერთი ასო არ ჩამიმატებია, რადგან მსურდა თხრობის სტილიც კი შემენერჩუნებინა. იქ, სადაც, მეტისმეტად უხეში ამბები მხვდებოდა, მაკრატელი მოვიმარჯვე და ქირურგიული ოპერაცია ჩავატარე. მართალია, მკითხველი ვეღარ გაეცნობა ზოგიერთ წვრილმანს (თუმცა ამით მას დიდად არაფერი დააკლდება), მაგრამ სამაგიეროდ ამ ოპერაციას ის უპირატესობა აქვს, რომ მკითხველს თავიდან ააშორებს არასასურველ ინტიმურ აღსარებათა მოსმენას, რის შელამაზებასაც, ვიმეორებ, ამოჭრა ვამჯობინე.
ახლა სიტყვა მივცეთ პასკუალ დუარტეს - იგი ხომ ბევრი საინტერესო ამბის მოყოლას გვპირდება.
ხელნაწერის თანმხლები წერილი
სენიორ დონ ხოაკინ ბარერა ლოპესს
მერიდა
ღრმად პატივცემულო სენიორ,
მაპატიეთ,...