მახასიათებლები
- სათაური: პასუხი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხაკო წერეთელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 21
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1708
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
I პასუხი სოციალ-დემოკრატებს;
II პასუხი მუშებს;
III პასუხი ახალგაზრდობას;
განმარტებები;
გადაფურცვლა
სარჩევი
I პასუხი სოციალ-დემოკრატებს
II პასუხი მუშებს
III პასუხი ახალგაზრდობას
განმარტებები
I პასუხი სოციალ-დემოკრატებს
როგორც მოსალოდნელი იყო, ბ.ბ. სოციალ-დემოკრატები ძლიერ გაამწარა ანარქისტების მოვლინებამ, განსაკუთრებით ჩვენში. საკვირველიც არ არის, - ყოველი უაზრო და დოგმით ტვინ-გალაყებული ადამიანი ჭკუაზედ იშლება, როცა სხვას, მოწინააღმდეგე აზრის ადამიანს საზოგადო ასპარეზზედ გამოსულს და თავის აზრთა გამავრცელებელს ადამიანთა შორის ხედავს.
დიდი ხანი არ არის, რაც ანარქისტებმა ჩვენი აზრების გავრცელება დავიწყეთ. სოც-დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს თავიანთ გაზეთში, და სდუმდნენ, - არც ერთ პრინციპიალურ კითხვაში არ გამოგვეკამათნენ, მხოლოდ უკანასკნელად დაიწყო ბ-ნმა ლეომ პლეხანოვის კაი ხნის ნაცოხნის ცოხნა. მისთვის პასუხის მიცემა - პლეხანოვის წინააღმდეგ გათავებული პოლემიკის დაწყება იქნება, მაგრამ, რა გაეწყობა, - უნდა დავცალოთ ფიალა ტანჯვის, და უნდა გადავღეჭოთ თავის დროზედ ბ. ლეოს ათასჯერ გადაღეჭილი ერთი და იგივე ელემენტარული ცნებანი, თუ მისმა რკინის შუბლმა ისევ არ გამოსტყორცნა ცერცვივით, რასაც ზედ შეაყრიან.
ეხლა კი სხვა საგანზედ უნდა გავსცეთ პასუხი ბ-ნ სოც-დემოკრატებს, - ამ წერილში სწორედ ბ-ნ სოც-დემოკრატებს, შემდეგში მუშებს და მერე კიდევ მოსწავლე-ახალგაზრდობას. ეს შეიძლება იწყინონ, როგორც ბ-ნ სოც-დ-ებმა, ისე მუშებმა, როგორ თუ, ეს ორი ცნება ერთი და იგივე არ არისო, მაგრამ რა ვქნათ, რომ არ არის, განა ჩვენი ბრალია, და რომ სოც-დ-ებს შეიძლება ეს ერთი და იგივე ეგონოთ, - განა მათი ინდაურობა ჩვენ დაგვბრალდება?
ბ.ბ. სოც-დ-ებო! ერთი მიპასუხეთ, რამ აგაღრიალათ ასე მწარედ? რა მოხდა, რამ მოგიწამლათ სულის სიმშვიდე? ერთი თქვენთაგანი, - სახელს არ აწერდა, - ჩვენ გიჟებს გვიძახოდა. უნდა შევნიშნო, რომ ეს ახალი მოვლენა არ არის; მაგ უაზრო ქმნილებას ალბად სადღაც გაუგონია, რომ ბურჟუებმა ანარქისტების წინააღმდეგ ერთი საშუალება იხმარეს; სიგიჟეს შესწამებენ ხოლმე და საგიჟეთში ამწყვდევდენ მათ, რომ...
მიხაკო წერეთელი
მიხაკო წერეთელი (23.12.1878-02.03.1965) - ქართველი მეცნიერი, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე; ბრიუსელისა და ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტების პროფესორი.