მახასიათებლები
- სათაური: პატარა დედაკაცი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 27
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1130
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი - პატარა დედაკაცი
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
I
- სოფიო ქალო, ახალი ამბავი გაიგე? - ჰკითხა ექიმ ქალს სამკურნალოს გამგე ექიმმა სოლომონ ბარავიძემ.
- არა, არაფერი არ გამიგია. ხომ არავინ მოგვიკვდა?
- სიკვდილი ახალი ამბავი არ არის სამკურნალოში. მაგაზე უკეთესს გეტყვი: ახალი მთავარი დოსტაქარი მოდის. აბა გამოიცანი, ვინ დანიშნეს?
- ღმერთმანი, არ ვიცი. ნეტა ვის დანიშნავდნენ?
- ვითომ არ იცის!
- არ ვიცი მეთქი.
- მაშ გეტყვი: შენი ქმარი ამირან რიმანიძე დაგვინიშნეს.
- ბატონო სოლომონ, - ოდნავ ხმა აიმაღლა და შუბლიც აიკრა სოფიომ, - ჩემს ქმარს სხვა სახელი და გვარი აქვს...
- კარგი, შენი ჭირიმე. - გააწყვეტინა სოლომონმა. - უბრალოსთვის ნუ დამედევნები ხოლმე. მეც ვიცი, რომ შენს ქმარს სპირიდონი ჰქვიან, ხოლო გვარი თქვენი - რონველია. მხოლოდ ერთი სიტყვა შემცდა: ნაქმრევის მაგიერ ქმარი წამომცდა. ეხლა ამისთვის ხომ არ ამიკლებ, ქალო?
რა თქმა უნდა, ექიმი ქალი არ აიკლებს „ჩაჩანაკ სოლოს“ - თავის მფარველს, რომელიც მამად გამოადგება, მაგრამ პატარა დედაკაცს მაინც ეწყინა: სოლომონ ბარავიძეს სიტყვა „ქმარი“ არ უნდა ეხმარა.
- კარგი, ნუ აპილპილდი. მოდი, შევრიგდეთ.
სოფიომ ფაფუკი მოვლილი ხელი გაუწოდა საკოცნელად, ხოლო მეორე ხელი შევერცხლილ თმაზე გადაუსვა და წაიბუტბუტა:
- ნუ მაჯავრებ ხოლმე, თორემ...
მერმე დაჯდა, თეთრი ხალათი შეისწორა და ამოიოხრა:
- ღმერთმანი, არაფერი...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი - ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.